
- ექიმი
- ნინო კიკილაშვილი
- სპეციალობა
- პედიატრია
- ვერიფიკაცია
- დადასტურებული დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი გადამოწმებულია certificate.ge-ზე.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კლინიკა ან საავადმყოფო, სადაც ექიმი მუშაობს, ჯერ არ არის მითითებული. კლინიკების ცნობარი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- არ არის მითითებული
- ელ-ფოსტა
- არ არის მითითებული
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- არ არის მითითებული
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
დაიბადა 1952 წლის 10 ივლისს. დაამთავრა ქალაქ რუსთავის N16 საშუალო სკოლა. 1979 წელს წარმატებით დაასრულა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი, რის შემდეგაც აქტიურად ჩაერთო პროფესიულ საქმიანობაში. 1979 წლიდან ის მუშაობდა ქალაქ რუსთავის N1 ბავშვთა პოლიკლინიკაში ექიმ-პედიატრად. 1993 წელს კლინიკის რეორგანიზაციის შედეგად დაარსა რუსთავის დიაგნოსტიკური ცენტრი, სადაც განაგრძო მუშაობა და სათავეში ჩაუდგა პედიატრიულ განყოფილებას. ნინო კიკილაშვილი დღემდე მოქმედი, მაღალკვალიფიციური ექიმი-პედიატრია, რომელიც დაუღალავად ემსახურება მომავალი თაობების ჯანმრთელობას. პარალელურად, 2013 წლიდან 2019 წლამდე, ის მუშაობდა „ავერსის კლინიკის“ რუსთავის ფილიალში ექიმ-პედიატრად. მისი პროფესიონალიზმი და ღვაწლი არაერთხელ გახდა საყოველთაო აღიარების საფუძველი: 1999 წელს მას მიენიჭა „წლის საუკეთესო მედიცინის მუშაკის“ საპატიო წოდება, ხოლო 2014 წლიდან არის ქალაქ რუსთავის საპატიო მოქალაქე. ჰყავს ორი შვილი და ხუთი შვილიშვილი.
რა არის კარგი ექიმი?
პირველ რიგში, მას უნდა უყვარდეს თავისი საქმე და ადამიანები. უნდა შეეძლოს მათი მოსმენა, სიხარულისა და გასაჭირის გაზიარება. გარდა ამისა, ექიმი უნდა იყოს გულწრფელი.
რატომ აირჩიეთ მედიცინა?
ჩემი პროფესიის არჩევა საკმაოდ სპონტანურად მოხდა. სკოლაში წარჩინებული მოსწავლე ვიყავი და გადავწყვიტე, ეს გზა ამერჩია. დღევანდელი გადასახედიდან ვხვდები, რომ არ შევმცდარვარ - სხვა სფეროში ჩემი თავი ვერც კი წარმომიდგენია. გულწრფელად მიყვარს ჩემი პროფესია.
ვინ არის თქვენი მისაბაძი?
მე ვარ იმ ბედნიერი თაობის წარმომადგენელი, რომელსაც ქართული პედიატრიის კორიფეები ასწავლიდნენ. მიბაძვისა რა მოგახსენოთ, თუმცა მათ ჩვენს პროფესიულ გაძლიერებაში უდიდესი როლი ითამაშეს. დღემდე ჩემთვის იდეალად რჩება ჩემი გამზრდელი პედაგოგი, პროფესორი, ქალბატონი მერი გელოვანი.
რჩევა მომავალ ექიმებს
მომავალ ექიმებს ვურჩევდი, პირველ რიგში, უყვარდეთ თავისი საქმე, იყვნენ გულისხმიერნი და შეძლონ ადამიანების მოსმენა. იყვნენ გულწრფელნი პაციენტებთან და მათთან ყოფნისას დროებით დაივიწყონ პირადი პრობლემები. რაც მთავარია, მუდმივად იზრუნონ პროფესიონალიზმის ამაღლებაზე და არასოდეს გაუშვან ხელიდან ახლის ძიების შესაძლებლობა.
განათლება
დაამთავრა ქალაქ რუსთავის N16 საშუალო სკოლა. დაასრულა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი, რის შემდეგაც აქტიურად ჩაერთო პროფესიულ საქმიანობაში.
გამოცდილება
ნინო კიკილაშვილი დაიბადა 1952 წლის 10 ივლისს. დაამთავრა ქალაქ რუსთავის N16 საშუალო სკოლა. 1979 წელს წარმატებით დაასრულა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი, რის შემდეგაც აქტიურად ჩაერთო პროფესიულ საქმიანობაში. 1979 წლიდან ის მუშაობდა ქალაქ რუსთავის N1 ბავშვთა პოლიკლინიკაში ექიმ-პედიატრად. 1993 წელს კლინიკის რეორგანიზაციის შედეგად დაარსა რუსთავის დიაგნოსტიკური ცენტრი, სადაც განაგრძო მუშაობა და სათავეში ჩაუდგა პედიატრიულ განყოფილებას. ნინო კიკილაშვილი დღემდე მოქმედი, მაღალკვალიფიციური ექიმი-პედიატრია, რომელიც დაუღალავად ემსახურება მომავალი თაობების ჯანმრთელობას. პარალ
სამუშაო ადგილი
ღია გული / მე-5 კლინიკური საავადმყოფო
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: დადასტურებულია certificate.ge-ზე.
რას მკურნალობს პედიატრი
ბავშვის ჯანმრთელობის მეთვალყურეობა დაბადებიდან მოზარდობამდე: ზრდა-განვითარება, ვაქცინაცია, ბავშვთა დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
სიმპტომები, რომლებითაც პედიატრის მიმართავენ
სხვა ექიმები ამავე სპეციალობით
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება

