
დადასტურებული ექიმი — certificate.ge
რეგიონი: თბილისი
- ექიმი
- ნათია შავგულიძე
- სპეციალობა
- ინფექციური სნეულებები
- რეგიონი
- თბილისი
- ვერიფიკაცია
- დადასტურებული დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი გადამოწმებულია certificate.ge-ზე.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კლინიკა ან საავადმყოფო, სადაც ექიმი მუშაობს, ჯერ არ არის მითითებული. კლინიკების ცნობარი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- არ არის მითითებული
- ელ-ფოსტა
- არ არის მითითებული
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- არ არის მითითებული
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
დაიბადა 1990 წლის 21 იანვარს. უმაღლესი სამედიცინო განათლება მიიღო თსსუ-ში, სადაც 2013 წელს დაასრულა მედიცინის ფაკულტეტი. სტუდენტობის პერიოდში, 2010 წელს, მონაწილეობდა თსსუ-ის სტუდენტურ პროექტში თურქეთში, ანკარის ჰაჯეთეპეს (Hacettepe) უნივერსიტეტის კლინიკაში. 2010– 2012 წლებში, ის მუშაობდა ექიმის ასისტენტად თსსუ-ის ალ. ალადაშვილისა და ნ. ყიფშიძის სახელობის კლინიკებში. ნათია შავგულიძემ სწავლა გააგრძელა რუსეთში, ნ. პიროგოვის სახელობის ეროვნულ კვლევით სამედიცინო უნივერსიტეტში (RNRMU), სადაც 2015 წელს წარმატებით დაასრულა რეზიდენტურის პროგრამა. რეზიდენტურის პერიოდში (2014–2015 წლებში) იგი საქმიანობდა ექიმ-რეზიდენტად მოსკოვის შიდსის ეროვნულ ცენტრსა და მოსკოვის ჰეპატიტის ეროვნულ ცენტრში, ხოლო 2015 წელს მიწვეული ლექტორის სტატუსით ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ამავე უნივერსიტეტში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2015–2020 წლებში მუშაობდა ინფექციონისტად და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის სპეციალისტად იმერეთის მედიცინის განვითარების ცენტრში. 2017–2018 წლებში კი საქმიანობდა ინფექციონისტად დასავლეთ საქართველოს ინფექციურ დაავადებათა ცენტრ „ელ ჯი და კომპანიაში„, ხოლო 2018–2020 წლებში მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრ „მედიქალ სიტიში“. 2020 წლიდან ნათია შავგულიძე აქტიურად ჩაერთო კოვიდ-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და იკავებდა საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგში ინფექციონისტისა და კოვიდ-19-ის საკარანტინო სივრცეების პაციენტების კოორდინატორის პოზიციას. 2020–2024 წლებში იგი მუშაობდა ინფექციონისტად თსსუ-ის ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში , ხოლო 2022–2024 წლებში თსსუ-ისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში, 2024 წლიდან დღემდე, საქმიანობს ექიმ-ინფექციონისტად დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში, 2025 წლიდან კი თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და კავკასიის მედიცინის ცენტრში (CMC). ნათია შავგულიძემ გაიარა სტაჟირება ლონდონსა და შვეიცარიაში და გახლავთ ევროპის ინფექციონისტთა ასოციაციის წევრი. იგი აქტიურ აკადემიურ და პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა და არის WHO ჯანმოს ანტიმიკრობული თერაპიის ქოუჩინგს პროექტის კურსდამთავრებული (WHO AMS coaching project). 2016 წლიდან დღემდე, იგი გახლავთ ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
რა არის კარგი ექიმი?
სხვა დადებით თვისებებთან ერთად, უნდა უყვარდეს ადამიანები და მათი დახმარებისას კმაყოფილებას იღებდეს.
რატომ აირჩიეთ მედიცინა?
საკუთარ ბებიაზე. პროფესიონალი ექიმების გამოცდილებამ დამანახა რამდენად მნიშვნელოვანია ექიმის პროფესია. ის ჩემთვის გმირობასთან ასოცირდება.
ვინ არის თქვენი მისაბაძი?
ჩემთვის მისაბაძია ყველა ჭკვიანი პროფესიონალი და წარმატებული კოლეგა.
რჩევა მომავალ ექიმებს
მედიცინა მუდმივად ვითარდება და ექიმიც ყოველდღიურად უნდა ვითარდებოდეს.
განათლება
დაასრულა მედიცინის ფაკულტეტი. დაასრულა რეზიდენტურის პროგრამა. გაიარა სტაჟირება ლონდონსა და შვეიცარიაში და გახლავთ ევროპის ინფექციონისტთა ასოციაციის წევრი.
გამოცდილება
ნათია შავგულიძე დაიბადა 1990 წლის 21 იანვარს. უმაღლესი სამედიცინო განათლება მიიღო თსსუ-ში, სადაც 2013 წელს დაასრულა მედიცინის ფაკულტეტი. სტუდენტობის პერიოდში, 2010 წელს, მონაწილეობდა თსსუ-ის სტუდენტურ პროექტში თურქეთში, ანკარის ჰაჯეთეპეს (Hacettepe) უნივერსიტეტის კლინიკაში. 2010– 2012 წლებში, ის მუშაობდა ექიმის ასისტენტად თსსუ-ის ალ. ალადაშვილისა და ნ. ყიფშიძის სახელობის კლინიკებში. ნათია შავგულიძემ სწავლა გააგრძელა რუსეთში, ნ. პიროგოვის სახელობის ეროვნულ კვლევით სამედიცინო უნივერსიტეტში (RNRMU), სადაც 2015 წელს წარმატებით დაასრულა რეზიდენტურის პროგრამა. რეზიდენტურის პერიოდში (2014–2015 წლებში
სამუშაო ადგილი
გოთუას სამედიცინო ცენტრი
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: დადასტურებულია certificate.ge-ზე.
რას მკურნალობს ინფექციონისტი
ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი და პარაზიტული ინფექციების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პრევენცია, მათ შორის ვაქცინაციის საკითხები.
სიმპტომები, რომლებითაც ინფექციონისტის მიმართავენ
სხვა ექიმები ამავე სპეციალობით
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება





