
დადასტურებული ექიმი — certificate.ge
რეგიონი: თბილისი
- ექიმი
- მაცაცო კუბლაშვილი
- სპეციალობა
- პედიატრია
- რეგიონი
- თბილისი
- ვერიფიკაცია
- დადასტურებული დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი გადამოწმებულია certificate.ge-ზე.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კლინიკა ან საავადმყოფო, სადაც ექიმი მუშაობს, ჯერ არ არის მითითებული. კლინიკების ცნობარი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- არ არის მითითებული
- ელ-ფოსტა
- არ არის მითითებული
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- არ არის მითითებული
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
მაცაცო (მაია) კუბლაშვილი დაიბადა ქალაქ ტყიბულში, 15 ივლისს, ვლაქერნობის დღესასწაულზე. სახელი სიმბოლურად „მაცაცო“ ბაბუამ შეურჩია, რომელმაც ქართული ვაზისა და სამშობლოს სიყვარულის ნიშნად, მისი დაბადების დღესვე ვენახი დარგო. ვინაიდან მაცაცოს მშობლები თბილისში ცხოვრობდნენ და სტუდენტები იყვნენ, ის ბებიასთან, ბიძასთან და ბიცოლასთან ერთად ტყიბულში იზრდებოდა. მათ მიმართ ექიმი დღემდე უდიდეს მადლიერებასა და სიყვარულს გამოხატავს. მაცაცო კუბლაშვილი მეექვსე კლასამდე ტყიბულის N2 საჯარო სკოლაში სწავლობდა. შემდეგ კი სწავლა თბილისის N36 სკოლაში განაგრძო, რომელიც „ოქროს უბანში“ მდებარეობს. სკოლის წარმატებით დასრულების მიუხედავად, მას იმედგაცრუება ხვდა წილად — სწორედ იმ წელს გაუქმდა წარჩინების მედალი, რასაც მისაღები გამოცდების სირთულეც დაერთო. თუმცა, მიზანდასახულმა ახალგაზრდამ ბავშვობის ოცნებაზე — პედიატრობაზე — უარი არ თქვა და მთელი მონდომებით ჩააბარა სამედიცინო უნივერსიტეტში. მიუხედავად იმისა, რომ მამას მისი დიპლომატიურზე, ხოლო დედას ჟურნალისტიკაზე სწავლა სურდა საქართველოში არსებული მძიმე წლების მიუხედავად, მას ულამაზესი სტუდენტური წლები ჰქონდა საყვარელ კურსელებთან და ჯგუფელებთან ერთად. წარმატებული სტუდენტობიდან, მაცაცო კუბლაშვილმა პროფესიული გზა უმცროსი ექიმობიდან დაიწყო. ის მუშაობდა საბავშვო ბაღში, გაიარა რეზიდენტურა პედიატრიაში და სპეციალიზაცია კლინიკაში. მოგვიანებით გახდა კლინიკის მთავარი ექიმი, პარალელურად კი სწავლა GIPA-ს ჯანდაცვის მართვისა და ადმინისტრირების ფაკულტეტზე განაგრძო. პროფესიულ მიღწევებს შორის იგი განსაკუთრებულად აფასებს პაციენტების მშობლების მიერ მინიჭებულ „სახალხო პედიატრის“ სტატუსსა და ჯილდოს. დღეისათვის მაცაცო კუბლაშვილი არის კლინიკა „სამიმედის“ დამფუძნებელი და დირექტორი. ასევე გახლავთ კლინიკა „პროფესორის“ ამბულატორიული სამსახურის უფროსი და პედიატრი, კლინიკა „მედკო ჰელს ქეარ მარნეულის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, ასევე სს „ევექსის“ დიდი დიღმის ფილიალის პედიატრი. მაცაცო კუბლაშვილი თავის წარმატებისთვის პირველ რიგში, უფალს მადლობს, შემდეგ თავის მეუღლეს და ორ ვაჟიშვილს, რომლებიც მუდმივად გვერდით უდგანან, ასევე ცხოვრების გზაზე შემხვედრ ყველა ადამიანსა და მეგობარს და, რა თქმა უნდა, პაციენტებსა და მათ მშობლებს.
რა არის კარგი ექიმი?
ნებისმიერი პროფესიის, მათ შორის ექიმობის წარმატებაც, პირველ რიგში, იმაზეა დამოკიდებული, რომ ჯერ ადამიანი უნდა იყო - კეთილშობილი, ამის შემდეგ კი წარმატების მიღწევა მეტად ადვილია.
რატომ აირჩიეთ მედიცინა?
ჯერ კიდევ ძალიან პატარა ვიყავი, როცა, როგორც მეუბნებიან, სათამაშო საექიმო ნაკრებით ვერთობოდი და თოჯინებს ვმკურნალობდი.სხვა პროფესიაზე არასდროს მიფიქრია.
ვინ არის თქვენი მისაბაძი?
ჩემთვის იდეალი უფალია.
რჩევა მომავალ ექიმებს
ექიმობა სულიერი პროფესიაა - ან ხარ, ან არ ხარ ექიმი! მხოლოდ დიპლომი არაფერს წყვეტს...
განათლება
სწავლობდა. გაიარა რეზიდენტურა პედიატრიაში და სპეციალიზაცია კლინიკაში.
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: დადასტურებულია certificate.ge-ზე.
რას მკურნალობს პედიატრი
ბავშვის ჯანმრთელობის მეთვალყურეობა დაბადებიდან მოზარდობამდე: ზრდა-განვითარება, ვაქცინაცია, ბავშვთა დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
სიმპტომები, რომლებითაც პედიატრის მიმართავენ
სხვა ექიმები ამავე სპეციალობით
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება




