
- ექიმი
- მაყვალა ქავთარაშვილი
- სპეციალობა
- პედიატრია
- ვერიფიკაცია
- დადასტურებული დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი გადამოწმებულია certificate.ge-ზე.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კლინიკა ან საავადმყოფო, სადაც ექიმი მუშაობს, ჯერ არ არის მითითებული. კლინიკების ცნობარი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- არ არის მითითებული
- ელ-ფოსტა
- არ არის მითითებული
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- არ არის მითითებული
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
მაყვალა რამზანის ასული ქავთარაშვილი (ალდამოვი) დაიბადა 1964 წლის 21 აპრილს ახმეტის რაიონის სოფელ დუისში. 1981 წელს მან წარჩინებით დაამთავრა დუისის საჯარო სკოლა, რის შემდეგაც სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო. 1992 წელს წარმატებით დაამთავრა უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი და მიიღო კვალიფიციური სამედიცინო განათლება. მისი პროფესიული საქმიანობა მჭიდროდ არის დაკავშირებული მშობლიურ რეგიონთან, სადაც ათწლეულების განმავლობაში ის ემსახურება მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას. სხვადასხვა პერიოდში იგი წარმატებით ითავსებდა როგორც კლინიკურ, ისე მმართველობით პოზიციებს, მათ შორის იყო მთავარი ექიმი, თერაპევტი და პედიატრი. 1993–1999 წელს ახმეტის რაიონის სოფელ დუისის საექიმო ამბულატორიის მთავარი ექიმი და თერაპევტი გახლდათ, ხოლო 1998–2000 წელს დუისის საუბნო საავადმყოფოს ექიმი-პედიატრი. 2000–2005 წლებში იყო დუისის საუბნო საავადმყოფოს მთავარი ექიმი. 2005–2006 წელს გაიარა საოჯახო მედიცინის სპეციალიზებული კურსი და მიენიჭა ოჯახის ექიმის წოდება. 2006 წლიდან დუისის საექიმო ამბულატორიის თერაპევტი, შემდგომ კი სოფლის ექიმი გახდა. 2018 წლიდან რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრ „დუისის“ გადაუდებელი განყოფილების ექიმია. 2020 წელს გაიარა კურსები გადაუდებელ მედიცინაში და მიიღო გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტის წოდება. 2002 წელს მაყვალა ქავთარაშვილს გადაეცა საპატიო ჯილდო — „წლის საუკეთესო მედიცინის მუშაკი“. მისი ხელმძღვანელობისა და აქტიური საქმიანობის პერიოდში, 2017 წელს, დუისის საექიმო ამბულატორიამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. კლინიკა საქართველოს მასშტაბით საუკეთესო თერთმეტ სამედიცინო დაწესებულებას შორის დასახელდა და მოიპოვა ნომინაცია „პაციენტისადმი კეთილგანწყობილი კლინიკა“. ჰყავს ერთი ვაჟი.
რა არის კარგი ექიმი?
პასუხისმგებლობა,ცოდნა,თანაგრძნობა,ყურადღება და სიყვარული.
რატომ აირჩიეთ მედიცინა?
ერთი კონკრეტული ადამიანი, როგორც იდეალი, არ მყავს, მაგრამ მთელი ცხოვრების მანძილზე ყოველთვის მექნება მისწრაფება, მივბაძო ისეთ ადამიანს, ისეთ სამშობლოსთვის თავდადებულ პიროვნებას, როგორიც ბატონი ხასო ხანგოშვილი გახლდათ. მისი საქმიანობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული ხეობის სტაბილურობასთან, მშვიდობასთან და ტრადიციების დაცვასთან. იგი უდიდეს როლს თამაშობდა შიდა თუ გარე კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებაში. მისი სიტყვა იყო გადამწყვეტი და სამართლიანი, ორიენტირებული ერთობასა და ძმობაზე. ის იყო ხიდი კავკასიურ კულტურებს შორის. მან თავისი სიცოცხლე მიუძღვნა ქართველებისა და ქისტების საუკუნოვანი მეგობრობის განმტკიცებას. ბატონ ხასო ხანგოშვილზე დასაწერი არ დაილევა, იმდენი სიკეთე აქვს გაკეთებული და დათესილი. დღეს მის კვალს ღირსეულად აგრძელებენ მისი ქალიშვილები: მედინა, მექა და ნონა ხანგოშვილები.
განათლება
დაამთავრა დუისის საჯარო სკოლა, რის შემდეგაც სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო. დაამთავრა უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი და მიიღო კვალიფიციური სამედიცინო განათლება.
სამუშაო ადგილი
მედცენტრი
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: დადასტურებულია certificate.ge-ზე.
რას მკურნალობს პედიატრი
ბავშვის ჯანმრთელობის მეთვალყურეობა დაბადებიდან მოზარდობამდე: ზრდა-განვითარება, ვაქცინაცია, ბავშვთა დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
სიმპტომები, რომლებითაც პედიატრის მიმართავენ
სხვა ექიმები ამავე სპეციალობით
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება

