
- ექიმი
- მარინე სიფრაშვილი
- სპეციალობა
- საოჯახო მედიცინა
- ვერიფიკაცია
- დადასტურებული დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი გადამოწმებულია certificate.ge-ზე.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კლინიკა ან საავადმყოფო, სადაც ექიმი მუშაობს, ჯერ არ არის მითითებული. კლინიკების ცნობარი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- არ არის მითითებული
- ელ-ფოსტა
- არ არის მითითებული
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- არ არის მითითებული
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
მარინე დიმიტრის ასული სიფრაშვილი დაიბადა 1956 წელს სიღნაღის რაიონში. დედა, თამარ ცხოვრებაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი იყო. მამა, დიმიტრი სიფრაშვილი — ავტოინჟინერი, ხოლო ძმა, გელა სიფრაშვილი — ვეტერინარი. მარინემ ქალაქ წნორის პირველი საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, რის შემდეგაც სწავლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე განაგრძო. აღნიშნული სასწავლებელი მან 1984 წელს წარმატებით დაასრულა. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, მარინე სიფრაშვილმა ინტერნატურის კურსი ქალაქ რუსთავის საავადმყოფოში გაიარა. მისი საექიმო პრაქტიკა სიღნაღის პოლიკლინიკაში, თერაპევტის პოზიციაზე დაიწყო. 1985 წელს ის დაოჯახდა ლაგოდეხში, რის შემდეგაც პროფესიული საქმიანობა ლაგოდეხის პოლიკლინიკაში, უბნის თერაპევტად განაგრძო. 1996 წლიდან 2019 წლამდე, ძირითადი საქმიანობის პარალელურად, იგი დამატებით მუშაობდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში მორიგე ექიმად, ხოლო 2001 წლიდან 2011 წლამდე იყო სოფელ თამარიანის პირველადი ჯანდაცვის ცენტრ „გენეზისის“ თერაპევტი. საექიმო პრაქტიკის პარალელურად, მარინე სიფრაშვილი აქტიურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობასაც. 1996-2001 წლებში იგი თერაპიის კურსს კითხულობდა ლაგოდეხის სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტსა და ევროპული ინსტიტუტის ლაგოდეხის ფილიალში. 2014 წლიდან დღემდე ის ერთგულად ემსახურება თავის პროფესიას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საექიმო ამბულატორიაში (სოფელ ჰერეთისკარში) ოჯახის ექიმად, ხოლო 2021 წლიდან დღემდე, ამავდროულად, იკავებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ექიმი- ფთიზიატრის პოზიციას.
რა არის კარგი ექიმი?
პაციენტებისადმი პატივისცემა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვის დიდი სურვილი, გულისხმიერი ექიმის აუცილებელი თვისებებია. კარგი პროფესიული განათლება კი სამედიცინო ცოდნის საფუძვლიანი თეორიული სწავლებითა და მდიდარი პრაქტიკით მიიღწევა.
რატომ აირჩიეთ მედიცინა?
სკოლაში ყველა საგანს კარგად ვსწავლობდი, მაგრამ განსაკუთრებით ლიტერატურა მიყვარდა და ვფიქრობდი, ფილოლოგი გამოვსულიყავი. თუმცა, როდესაც მამა გახდა ავად, მაშინვე მივხვდი, რომ ექიმის პროფესია ყველაზე საჭირო იყო. სწორედ მაშინ გამიჩნდა სურვილი, დავხმარებოდი ყველა პაციენტს გამოჯანმრთელებასა და სიკვდილზე გამარჯვებაში.
ვინ არის თქვენი მისაბაძი?
ჩემი იდეალი ჰიპოკრატეა, რომელიც ჩემს წარმოსახვაში ბოლომდე იხარჯებოდა პაციენტებისთვის და მათ უანგარო, საჭირო თუ სწორ სამედიცინო დახმარებას უწევდა.
რჩევა მომავალ ექიმებს
ექიმობა საპატიო პროფესიაა. იყო კარგი ექიმი - ეს დიდ შრომას მოითხოვს. გისურვებთ წარმატებებს ამ მომავალი და უმნიშვნელოვანესი პროფესიის დაუფლებაში.
განათლება
დაამთავრა, რის შემდეგაც სწავლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე განაგრძო. დაასრულა.
სამუშაო ადგილი
ენმედიცი
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: დადასტურებულია certificate.ge-ზე.
რას მკურნალობს ოჯახის ექიმი
პირველადი ჯანდაცვის ექიმი, რომელიც ოჯახის ყველა წევრს — ბავშვებსაც და მოზრდილებსაც — უწევს მეთვალყურეობას, პროფილაქტიკას, ხშირი დაავადებების მკურნალობასა და საჭიროებისას სპეციალისტთან მიმართვას.
სიმპტომები, რომლებითაც ოჯახის ექიმის მიმართავენ
სხვა ექიმები ამავე სპეციალობით
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება