
დადასტურებული ექიმი — certificate.ge
სპეციალობა ჯერ არ არის მითითებული.
რეგიონი: მცხეთა-მთიანეთი
- ექიმი
- მარინე გიორგის ასული ჩერქეზიშვილი
- რეგიონი
- მცხეთა-მთიანეთი
- ვერიფიკაცია
- დადასტურებული დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი გადამოწმებულია certificate.ge-ზე.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კლინიკა ან საავადმყოფო, სადაც ექიმი მუშაობს, ჯერ არ არის მითითებული. კლინიკების ცნობარი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- არ არის მითითებული
- ელ-ფოსტა
- არ არის მითითებული
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- არ არის მითითებული
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
მარინე გიორგის ასული ჩერქეზიშვილი (ქვირია) დაიბადა 1955 წლის 8 დეკემბერს, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში. გაიზარდა ინტელიგენტთა ოჯახში — მამა, გიორგი ჩერქეზიშვილი, პროფესიით აგრონომი გახლდათ, ხოლო დედა, მერი ბუთხუზი — პედაგოგი. მუხრანის №1 საშუალო სკოლის წარმატებით დასრულების შემდეგ, მან სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე, სადაც 1974 წელს ჩაირიცხა და 1980 წელს დაასრულა. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრებისთანავე, 1981–1982 წლებში, პროფესიული პრაქტიკა მცხეთის რაიონულ საავადმყოფოში დაიწყო. 1983 წლიდან დღემდე მარინე ჩერქეზიშვილი ერთგულად ემსახურება საკუთარ პროფესიას საგურამოს ამბულატორიაში, სადაც ის სოფლის ექიმის პოზიციაზე მუშაობს. თავისი ხანგრძლივი, თავდადებული და კეთილსინდისიერი საექიმო საქმიანობისთვის ის დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. მარინე ჩერქეზიშვილის მეუღლე გახლავთ მალხაზ ქვირია, ფიზიკა- მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, რომელიც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბირთვული ფიზიკის კათედრაზე მოღვაწეობს და ეწევა აქტიურ სამეცნიერო საქმიანობას. ჰყავთ ერთი შვილი — დავით ქვირია და შვილიშვილი — დაჩი ქვირია.
რა არის კარგი ექიმი?
ჩემი აზრით, გულისხმიერ და პროფესიონალ ექიმად ჩამოსაყალიბებლად რამდენიმე თვისებაა საჭირო: პროფესიის სიყვარული, ადამიანების დახმარების სურვილი, მუდმივი სწავლა, გამოცდილება და, რა თქმა უნდა, თავდაუზოგავი შრომა.
რატომ აირჩიეთ მედიცინა?
პროფესიის არჩევისას სხვა პროფესიაზე არასოდეს მიფიქრია. ყოველთვის (ბავშვობიდანვე) ვოცნებობდი, რომ ექიმი ვყოფილიყავი.
ვინ არის თქვენი მისაბაძი?
კონკრეტული იდეალი, რომელსაც ყველაფერში მივბაძავდი, არ მყავს. მაგრამ არის მრავალი ადამიანი დადებითი და მისაბაძი ქმედებებით, რომელთა თვისებებსაც დავნერგავდი ჩემს პიროვნებაშიც.
რჩევა მომავალ ექიმებს
მომავალ ექიმებს ვეტყოდი, რომ რაც უნდა განვითარდეს და დაინერგოს მაღალი ტექნოლოგიები, უნდა ვეცადოთ, ექიმის პიროვნული ფაქტორი პაციენტისთვის კვლავინდებურად პრიორიტეტული დარჩეს.
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: დადასტურებულია certificate.ge-ზე.
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება