
დადასტურებული ექიმი — certificate.ge
რეგიონი: მცხეთა-მთიანეთი
- ექიმი
- ლეილა სეთური
- სპეციალობა
- საოჯახო მედიცინა
- რეგიონი
- მცხეთა-მთიანეთი
- ვერიფიკაცია
- დადასტურებული დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი გადამოწმებულია certificate.ge-ზე.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კლინიკა ან საავადმყოფო, სადაც ექიმი მუშაობს, ჯერ არ არის მითითებული. კლინიკების ცნობარი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- არ არის მითითებული
- ელ-ფოსტა
- არ არის მითითებული
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- არ არის მითითებული
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
დაიბადა 1969 წლის 4 აპრილს, საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მხარეში — დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედში. 1976–1986 წლებში სწავლობდა სოფელ ზემო ქედის საშუალო სკოლაში. შემდეგ მან სწავლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში გააგრძელა, სადაც 1988 წლიდან 1994 წლამდე პროფილაქტიკური მედიცინის ფაკულტეტზე სწავლობდა. მოგვიანებით, 1995 წელს, ექიმთა დახელოვნების აკადემიის ბაზაზე გაიარა თერაპიის სპეციალიზებული კურსი. პროფესიული განვითარების გზაზე, 2001 წელს. 2006–2007 წლებში კი ქალაქ მცხეთის ამბულატორიული ჯანდაცვის ცენტრში, ქალბატონ ქეთევან ლორიას ხელმძღვანელობით, წარმატებით გაიარა „საოჯახო მედიცინის კურსი“. მისი საექიმო და ადმინისტრაციული კარიერა მჭიდროდ არის დაკავშირებული მშობლიურ რეგიონთან. 1997 წლიდან 2001 წლამდე ლეილა სეთური მუშაობდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოს საექიმო ამბულატორიის გამგედ და თერაპევტად. 2002 წლიდან მან საქმიანობა მშობლიურ მხარეში გააგრძელა და 2007 წლამდე იყო სოფელ ზემო ქედის საექიმო ამბულატორიის გამგე და თერაპევტი. 2007 წლიდან დღემდე იგი ამავე სოფლის ამბულატორიაში საქმიანობს, როგორც კვალიფიციური ოჯახის ექიმი. გარდა ამისა, 2024 წლიდან დღემდე იგი დამატებით იკავებს სკოლის ექიმის პოზიციას ზემო ქედის №2 საჯარო სკოლაში. ლეილა სეთური აქტიურად ეცნობა თანამედროვე მედიცინის ტენდენციებსა და ინოვაციებს. 2010 წლიდან არის საქართველოს რესპირაციული ასოციაციის წევრი და რეგულარულად ესწრება ასოციაციის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო თუ რეგიონულ სამეცნიერო კონფერენციებს. 2022 წლიდან იგი აქტიურად ჩაერთო ტელემედიცინის პროექტში
რა არის კარგი ექიმი?
ექიმი, უპირველეს ყოვლისა, უფლისგან ხელდასმული და მადლმოსილი ადამიანია, რომელსაც სიღრმისეულად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული ის უმაღლესი პასუხისმგებლობა, რომელიც მან ე ქ ი მ ი ს პროფესიის არჩევისას აიღო საკუთარ თავზე.
რატომ აირჩიეთ მედიცინა?
ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, მე-9 კლასში ვსწავლობდი, როდესაც პირველად დავფიქრდი ამ პროფესიაზე - ექიმობაზე. ერთ დილას მამა მოულოდნელად გახდა ავად. ბინაზე მოვიყვანეთ, აწ გარდაცვლილი, მაშინდელი მთავარი ექიმი - ვასო ექიმი.მან მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოზი დაუსვა და კატეგორიულად მოითხოვა მისი სოფლის საავადმყოფოში გადაყვანა. ჩვენი საამაყო ვასო ექიმი, მამას პალატასა და საწოლს დღე და ღამე არ ტოვებდა. მასთან ერთად, უძლიერესი და მაღალპროფესიული სამედიცინო პერსონალი ბევრ „სასწაულს“ ახდენდა მედიცინაში.
ვინ არის თქვენი მისაბაძი?
ჩემი იდეალები არიან ექიმები: ვასო (ვასილ) წიკლაური და თამარა ოსიპოვა.
რჩევა მომავალ ექიმებს
ჩემო ძვირფასო მომავალო კოლეგებო, მიიღეთ ჩემი ღრმა პატივისცემა თქვენდამი და თქვენი პროფესიული არჩევანისადმი! იყავით შრომისმოყვარენი, პაციენტთა და მათ თანმხლებთა მიმართ ყურადღებიანნი, გულისხმიერნი, არასოდეს დაკარგოთ იუმორის გრძნობა...
განათლება
სწავლობდა სოფელ ზემო ქედის საშუალო სკოლაში. სწავლობდა.
გამოცდილება
ლეილა სეთური დაიბადა 1969 წლის 4 აპრილს, საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მხარეში — დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედში. 1976–1986 წლებში სწავლობდა სოფელ ზემო ქედის საშუალო სკოლაში. შემდეგ მან სწავლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში გააგრძელა, სადაც 1988 წლიდან 1994 წლამდე პროფილაქტიკური მედიცინის ფაკულტეტზე სწავლობდა. მოგვიანებით, 1995 წელს, ექიმთა დახელოვნების აკადემიის ბაზაზე გაიარა თერაპიის სპეციალიზებული კურსი. პროფესიული განვითარების გზაზე, 2001 წელს. 2006–2007 წლებში კი ქალაქ მცხეთის ამბულატორიული ჯანდაცვის ცენტრში, ქალბატონ ქეთევან ლორიას ხელმძღვანელობით, წარმატებით გაიარა „სა
სამუშაო ადგილი
ღია გული / მე-5 კლინიკური საავადმყოფო
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: დადასტურებულია certificate.ge-ზე.
რას მკურნალობს ოჯახის ექიმი
პირველადი ჯანდაცვის ექიმი, რომელიც ოჯახის ყველა წევრს — ბავშვებსაც და მოზრდილებსაც — უწევს მეთვალყურეობას, პროფილაქტიკას, ხშირი დაავადებების მკურნალობასა და საჭიროებისას სპეციალისტთან მიმართვას.
სიმპტომები, რომლებითაც ოჯახის ექიმის მიმართავენ
სხვა ექიმები ამავე სპეციალობით
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება