
დადასტურებული ექიმი — certificate.ge
რეგიონი: შიდა ქართლი
- ექიმი
- ლევან კობახიძე
- სპეციალობა
- ონკოლოგია
- რეგიონი
- შიდა ქართლი
- ვერიფიკაცია
- დადასტურებული დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი გადამოწმებულია certificate.ge-ზე.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კლინიკა ან საავადმყოფო, სადაც ექიმი მუშაობს, ჯერ არ არის მითითებული. კლინიკების ცნობარი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- არ არის მითითებული
- ელ-ფოსტა
- არ არის მითითებული
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- არ არის მითითებული
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
დაიბადა 1970 წლის 26 აგვისტოს ქალაქ ქარელში. 1987 წელს დაამთავრა ქარელის №2 საჯარო სკოლა, ხოლო 1989– 1995 წლებში სწავლობდა თსსუ-ს სამკურნალო ფაკულტეტზე. სტუდენტობის პერიოდში, 1993–1995 წლებში, იგი ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში ექთნად მუშაობდა, ხოლო სუბორდინაცია თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, უროლოგიის განხრით გაიარა. 1995 წელს ლევან კობახიძემ საქმიანობა ქარელის რაიონულ საავადმყოფოში ურგენტული ქირურგის სპეციალობით დაიწყო. 1996–1998 წლებში მან სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარა, შესაბამისად, ფოთში საზღვაო ბრიგადის ლაზარეთის ექიმად და ფოთის სამხედრო ჰოსპიტალში ქირურგად მუშაობდა. ამავე პერიოდში მან ზოგადი ქირურგის კვალიფიკაცია თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში აიმაღლა. 1998 წლიდან იგი კვლავ ქარელის საავადმყოფოს დაუბრუნდა ზოგად ქირურგად. 2000 წელს იგი ამავე საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილედ დაინიშნა სამკურნალო დარგში, მალევე კი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა. კლინიკური საქმიანობის პარალელურად, 1995 წლიდან დღემდე, იგი ლექციებს კითხულობს ქარელის ზაზა ფანასკერტელის სახელობის სამედიცინო კოლეჯში. ექიმ ლევან კობახიძეს მიღებული აქვს სახელმწიფო სერტიფიკატები ზოგად ქირურგიაში, ბავშვთა ქირურგიაში, რაბიოლოგიაში, გადაუდებელ მედიცინასა და ენდოსკოპიაში (გასტროსკოპია), ასევე კლინიკურ მენეჯმენტში. 2017 წლიდან იყო ხარაგაულის საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი, ასევე ხელმძღვანელობდა მესტიისა და ბაკურიანის საავადმყოფოებს. მოგვიანებით სათავეში ჩაუდგა ქარელის „გორმედის“ კლინიკის ქირურგიულ და გადაუდებელი დახმარების განყოფილებებს, ხოლო კოვიდ-პანდემიის პერიოდში ხელმძღვანელობდა კოვიდ-განყოფილებას. სხვადასხვა დროს პარალელურ რეჟიმში მუშაობდა ბაკურიანისა და გორის „გორმედში“, გუდაურის გადაუდებელი დახმარების ცენტრსა და ქარელის „ევექსის“ კლინიკაში. 2004 წლიდან დღემდე, იგი ასევე არის ქარელის წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის ექიმი. ამჟამად ლევან კობახიძე საქმიანობს ქარელის „ევექსის“ კლინიკაში ზოგად და ბავშვთა ქირურგად და ენდოსკოპისტად. პარალელურად მუშაობს ქარელის „გორმედის“ პალიატიურ განყოფილებაში, აგრეთვე გუდაურსა და ხარაგაულში. ჰყავს მეუღლე, მაყვალა კალანდაძე და ოთხი შვილი.
რა არის კარგი ექიმი?
ექიმის პროფესია გამორჩეულად ითვლება, რადგან იგი ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ეხება.
რატომ აირჩიეთ მედიცინა?
პროფესიის არჩევა, ვფიქრობ, თავისთავად მოხდა. მამა ცნობილი ექიმი მყავდა, ორივე უფროსი დაც სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა. ოჯახში სხვა პროფესიაზე, პრაქტიკულად, საუბარიც კი არ ყოფილა.
ვინ არის თქვენი მისაბაძი?
ჩემი იდეალი მამაჩემი იყო - როგორც ადამიანი და როგორც ექიმი.
რჩევა მომავალ ექიმებს
ბევრი სწავლა, შრომა, ნერვიულობა და ბევრი სიხარულიც ელით.
განათლება
დაამთავრა ქარელის №2 საჯარო სკოლა, ხოლო 1989– 1995 წლებში სწავლობდა თსსუ-ს სამკურნალო ფაკულტეტზე. სწავლობდა.
გამოცდილება
ლევან კობახიძე დაიბადა 1970 წლის 26 აგვისტოს ქალაქ ქარელში. 1987 წელს დაამთავრა ქარელის №2 საჯარო სკოლა, ხოლო 1989– 1995 წლებში სწავლობდა თსსუ-ს სამკურნალო ფაკულტეტზე. სტუდენტობის პერიოდში, 1993–1995 წლებში, იგი ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში ექთნად მუშაობდა, ხოლო სუბორდინაცია თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, უროლოგიის განხრით გაიარა. 1995 წელს ლევან კობახიძემ საქმიანობა ქარელის რაიონულ საავადმყოფოში ურგენტული ქირურგის სპეციალობით დაიწყო. 1996–1998 წლებში მან სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარა, შესაბამისად, ფოთში საზღვაო ბრიგადის ლაზარეთის ექიმად და ფოთის სამხედრო ჰოსპიტალში ქირურგად მუშა
სამუშაო ადგილი
ღია გული / მე-5 კლინიკური საავადმყოფო
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: დადასტურებულია certificate.ge-ზე.
რას მკურნალობს ონკოლოგი
ავთვისებიანი სიმსივნეების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და მეთვალყურეობა.
სიმპტომები, რომლებითაც ონკოლოგის მიმართავენ
სხვა ექიმები ამავე სპეციალობით
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება
