
დადასტურებული ექიმი — certificate.ge
რეგიონი: თბილისი
- ექიმი
- ინგა გრძელიშვილი
- სპეციალობა
- ნეონატოლოგია
- რეგიონი
- თბილისი
- ვერიფიკაცია
- დადასტურებული დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი გადამოწმებულია certificate.ge-ზე.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კლინიკა ან საავადმყოფო, სადაც ექიმი მუშაობს, ჯერ არ არის მითითებული. კლინიკების ცნობარი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- არ არის მითითებული
- ელ-ფოსტა
- არ არის მითითებული
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- არ არის მითითებული
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
დაიბადა 1980 წლის 6 ნოემბერს საჩხერის რაიონის სოფელ ქორეთში. იზრდებოდა და პირველადი განათლებაც მშობლიურ მხარეში მიიღო. 1998 წელს წარმატებით დაამთავრა სოფელ ქორეთის საშუალო სკოლა. იმავე წელს სწავლა გააგრძელა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში „თბილისი“, რომელიც 2005 წელს დაასრულა და მიიღო უმაღლესი სამედიცინო განათლება. პროფესიული განვითარების გზაზე, 2011 წელს, მან მოიპოვა სერტიფიცირებული ნეონატოლოგის კვალიფიკაცია, რაც საფუძვლად დაედო მის შემდგომ წარმატებულ საექიმო საქმიანობას. ინგა გრძელიშვილის პროფესიული კარიერა მჭიდროდ არის დაკავშირებული ყველაზე საპასუხისმგებლო სამედიცინო სფეროებთან. 2019 წლიდან 2020 წლამდე იგი ექიმად მუშაობდა კლინიკა „ჯერარსის“ გულის თანდაყოლილი მანკების დეპარტამენტში, სადაც მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა პაციენტების მკურნალობასა და მოვლაში. 2020 წლიდან დღემდე იგი საქმიანობას აგრძელებს ნეონატოლოგიურ ცენტრში „N ქორონ+“, სადაც ახალგაზრდა რეანიმატოლოგის პოზიციაზე თავდაუზოგავად შრომობს ახალშობილთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სადარაჯოზე. ჰყავს— მეუღლე და ერთი შვილი.
რა არის კარგი ექიმი?
მე მიმაჩნია, რომ პროფესიონალი ექიმის ჩამოყალიბებაში უპირველესი ეს არის ჩვენი საქმისადმი სიყვარული, რაც თავის მხრივ, განაპირობებს ზრუნვას თითოეულ პაციენტზე ყურადღებას, თავდადებასა და ჩვენი რესურსის მაქსიმუმის ჩადებას, რასაც საბოლოო შედეგებამდე მივყავართ.
რატომ აირჩიეთ მედიცინა?
ბავშვობიდანვე მქონდა სურვილი ამერჩია ისეთი პროფესია, რომლის მიღების შემთხვევაში შევძლებდი ჩემი ქვეყნის და თითოეული მოქალაქის დახმარებას, მათ სიცოცხლეზე ზრუნვას, სწორედ ამიტომაც გადავწყვიტე ექიმობა. ჩემი საქმისადმი უსაზღვრო სიყვარულისა და თავდაუზოგავი შრომის საფუძველზე, ყოველთვის ვცდილობ ღირსეულად ვემსახურო ჩემს პროფესიას და რაც შეიძლება მეტი სიცოცხლის გადარჩენის თანამონაწილე გავხდე.
ვინ არის თქვენი მისაბაძი?
ალბათ გამიჭირდება არჩევითად დასახელება, თუმცა ყველა ღირსეული და თავის პროფესიაზე შეყვარებული ექიმი ჩემთვის მისაბაძია.
რჩევა მომავალ ექიმებს
მე მიმაჩნია, რომ თეორიული ცოდნის საფუძვლიანად მიღება უპირველესია ჩვენს პროფესიაში, რომელზე დაყრდნობითაც პრაქტიკული საქმიანობა და გამოცდილება საბოლოოდ აყალიბებს პროფესიონალ ექიმს.
განათლება
დაამთავრა სოფელ ქორეთის საშუალო სკოლა. დაასრულა და მიიღო უმაღლესი სამედიცინო განათლება.
გამოცდილება
ინგა გრძელიშვილი დაიბადა 1980 წლის 6 ნოემბერს საჩხერის რაიონის სოფელ ქორეთში. იზრდებოდა და პირველადი განათლებაც მშობლიურ მხარეში მიიღო. 1998 წელს წარმატებით დაამთავრა სოფელ ქორეთის საშუალო სკოლა. იმავე წელს სწავლა გააგრძელა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში „თბილისი“, რომელიც 2005 წელს დაასრულა და მიიღო უმაღლესი სამედიცინო განათლება. პროფესიული განვითარების გზაზე, 2011 წელს, მან მოიპოვა სერტიფიცირებული ნეონატოლოგის კვალიფიკაცია, რაც საფუძვლად დაედო მის შემდგომ წარმატებულ საექიმო საქმიანობას. ინგა გრძელიშვილის პროფესიული კარიერა მჭიდროდ არის დაკავშირებული ყველაზე საპასუხისმგებლო სამედიცინო სფეროებ
სამუშაო ადგილი
ღია გული / მე-5 კლინიკური საავადმყოფო
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: დადასტურებულია certificate.ge-ზე.
რას მკურნალობს ნეონატოლოგი
ახალშობილთა, მათ შორის დღენაკლული ბავშვების, მოვლა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
სიმპტომები, რომლებითაც ნეონატოლოგის მიმართავენ
სხვა ექიმები ამავე სპეციალობით
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება





