
დადასტურებული ექიმი — certificate.ge
რეგიონი: რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
- ექიმი
- ზეინაბ ჩარჩხალია
- სპეციალობა
- საოჯახო მედიცინა
- რეგიონი
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
- ვერიფიკაცია
- დადასტურებული დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი გადამოწმებულია certificate.ge-ზე.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კლინიკა ან საავადმყოფო, სადაც ექიმი მუშაობს, ჯერ არ არის მითითებული. კლინიკების ცნობარი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- არ არის მითითებული
- ელ-ფოსტა
- არ არის მითითებული
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- არ არის მითითებული
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
ზეინაბ ნოეს ასული ჩარჩხალია დაიბადა 1949 წელს ჩხოროწყუს რაიონში. 1967 წელს წარჩინებით დაამთავრა ჩხოროწყუს პირველი საშუალო სკოლა ოქროს მედალზე. უმაღლესი სამედიცინო განათლების მისაღებად სწავლა განაგრძო რუსეთში, სადაც 1968–1974 წლებში სწავლობდა ნოვოსიბირსკის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში. საექიმო საქმიანობა 1974 წლიდან ოჩამჩირის რკინიგზის საავადმყოფოში, ექიმთერაპევტად დაიწყო. 1976 წლიდან 1980 წლამდე საქმიანობდა მშობლიურ მხარეში – ჩხოროწყუსა და ამბროლაურის სამედიცინო დაწესებულებებში თერაპევტად და ექიმ- ორდინატორად. 1981 წლიდან მისი კარიერა ქალაქ ფოთს დაუკავშირდა, სადაც მუშაობა დაიწყო მეზღვაურთა საავადმყოფოს პოლიკლინიკური გაერთიანების გამგედ. 1982 წლიდან 1992 წლამდე ფოთის №1 პოლიკლინიკაში ითავსებდა ოჯახის ექიმისა და ამავე პოლიკლინიკის ინფექციონისტის მოვალეობებს, პარალელურად კი ცენტრალურ საავადმყოფოში ექიმ-თერაპევტად და ექიმ- ორდინატორად მუშაობდა. 1992 წლიდან ზეინაბ ჩარჩხალია დაინიშნა ქალაქ ფოთის ტუბდისპანსერის მთავარ ექიმად. 2008–2009 წლებში ის ასევე იკავებდა ფოთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის პოზიციას, რის პარალელურადაც განაგრძობდა ხელმძღვანელობას ტუბდისპანსერში, სადაც დღემდე ერთგულად ემსახურება საკუთარ პროფესიას მთავარი ექიმის თანამდებობაზე. მრავალწლიანი და თავდადებული საექიმო საქმიანობის განმავლობაში ზეინაბ ჩარჩხალიას არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო და საპატიო წოდება მიენიჭა. 2001 წლის 28 იანვარს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. 2002 წელს მიენიჭა „საქართველოს წლის საუკეთესო მედიცინის მუშაკის“ წოდება. 2003 წლის 23 დეკემბერს ქართული მედიცინის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის გადაეცა საპატიო მედალი, ხოლო 2015 წლის 23 მაისს მიენიჭა ქალაქ ფოთის საპატიო მოქალაქის წოდება.
რა არის კარგი ექიმი?
სიყვარული არის უნარი, რომელიც გიბიძგებთ, გახდეთ პროფესიონალი, გულისხმიერება კი ამ პროფესიაში თავისთავად იგულისხმება.
რატომ აირჩიეთ მედიცინა?
ინსპირაცია ოჯახის დიდმა სურვილმა მომცა. გარდა ამისა, ჩემი უფროსი დაც ექიმია.
ვინ არის თქვენი მისაბაძი?
რა თქმა უნდა - იოსებ ჟორდანია, რომლის ცხოვრება და მოღვაწეობა ზნეობის, ღირსების, ჰუმანიზმის, თავგანწირვისა და სიყვარულის იშვიათი მაგალითია. ის იყო ნამდვილი მკურნალი, რომლის ცხოვრებისეულ მრწამსსაც ნიკოლას ტულპის ცნობილი ფრაზა გამოხატავს: ,,ვიწვი და გზას სხვას ვუნათებ“
რჩევა მომავალ ექიმებს
ექიმი, ნებისმიერი მიდგომით, მკურნალია და მას ვერავინ შეცვლის. თქვენ წყვეტთ, ერევით ადამიანის ყოფნა- არყოფნის პროცესში. მტკიცედ უნდა იცოდეთ: ,,არ ავნო შენი მოქმედებით, ჩარევით და თუ შეგიძლია, დაეხმარო“. ეს გაიხადეთ მიზნად, კანონად, ამით ყველაფერია ნათქვამი.
განათლება
დაამთავრა ჩხოროწყუს პირველი საშუალო სკოლა ოქროს მედალზე. სწავლობდა ნოვოსიბირსკის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში.
სამუშაო ადგილი
ღია გული / მე-5 კლინიკური საავადმყოფო
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: დადასტურებულია certificate.ge-ზე.
რას მკურნალობს ოჯახის ექიმი
პირველადი ჯანდაცვის ექიმი, რომელიც ოჯახის ყველა წევრს — ბავშვებსაც და მოზრდილებსაც — უწევს მეთვალყურეობას, პროფილაქტიკას, ხშირი დაავადებების მკურნალობასა და საჭიროებისას სპეციალისტთან მიმართვას.
სიმპტომები, რომლებითაც ოჯახის ექიმის მიმართავენ
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება