
დადასტურებული ექიმი — certificate.ge
სპეციალობა ჯერ არ არის მითითებული.
- ექიმი
- ერეკლე მოსიძე
- ვერიფიკაცია
- დადასტურებული დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი გადამოწმებულია certificate.ge-ზე.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კლინიკა ან საავადმყოფო, სადაც ექიმი მუშაობს, ჯერ არ არის მითითებული. კლინიკების ცნობარი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- არ არის მითითებული
- ელ-ფოსტა
- არ არის მითითებული
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- არ არის მითითებული
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
დაიბადა 1991 წლის 14 ნოემბერს წალენჯიხაში. 2009-2015 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სადაც წარმატებით დაამთავრა მედიცინის ფაკულტეტი. უმაღლესი სამედიცინო განათლების მიღების შემდეგ, პროფესიული განვითარება ბავშვთა ქირურგიისა და მინი- ინვაზიური ქირურგიის მიმართულებით განაგრძო. 2015-2017 და 2019-2020 წლებში იგი საქმიანობდა ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში უმცროს ექიმად ქირურგიის მიმართულებით. პარალელურად, მან გაიარა კვალიფიკაციის ამაღლებისა და სპეციალიზაციის მნიშვნელოვანი კურსები: 2017 წელს ისწავლა კარლ შტორცის საერთაშორისო სასწავლო ცენტრში ენდოსკოპიური ქირურგიის განხრით, ხოლო 2017-2019 წლებში ბელორუსიის სამედიცინო აკადემიაში გაიარა დიპლომის შემდგომი განათლების კურსი ბავშვთა ქირურგიაში. 2019 წელს, უკრაინაში, საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ასვე, 2020 წელს, იერუსალიმში რექტალური ქირურგიის მასტერკლასი. 2019-2020 წლებში მან ასევე დაასრულა დიპლომის შემდგომი სარეზიდენტო პროგრამის დამატებითი მოდულები ბავშვთა ქირურგიაში. 2023 წელს, მან მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში ესტონეთში, 2024 წელს აზერბაიჯანში, 2024 წელს კი ესპანეთში. 2020-2024 წლებში ერეკლე მოსიძე მუშაობდა ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში ბავშვთა ქირურგად და ხელმძღვანელობდა მინი-ინვაზიური ქირურგიის მიმართულებას. 2024 წლიდან დღემდე, იგი იკავებს ამავე კლინიკის ბავშვთა ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციას. საექიმო პრაქტიკასთან ერთად, ერეკლე მოსიძე აქტიურად ეწევა სამეცნიერო საქმიანობას. 2021-2025 წლებში სწავლობდა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში, ხოლო 2025 წელს, მას მიენიჭა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი. იგი არის ერთი სადისერტაციო ნაშრომისა და ექვსი სამეცნიერო სტატიის ავტორი. 2026 წლიდან ჩართულია ვიანის სარეზიდენტო პროგრამაში.
რა არის კარგი ექიმი?
მთავარია ემპათია, პასუხისმგებლობა, სწრაფი აზროვნება და გუნდთან ერთად მუშაობა, რათა პაციენტს დროულად დავეხმაროთ.
რატომ აირჩიეთ მედიცინა?
ბავშვების დახმარებისა და მათი გადარჩენის სურვილმა. როცა ხედავ, რომ ბავშვს ჯანმრთელობას უბრუნებ, ეს ყველაზე დიდი მოტივაციაა.
ვინ არის თქვენი მისაბაძი?
დიახ, ჩემი მასწავლებელი, რომელიც ადამიანობისა და პროფესიონალიზმის მაგალითია. მისგან ვისწავლე, როგორ უნდა გიყვარდეს ეს პროფესია.
რჩევა მომავალ ექიმებს
ვეტყოდი, რომ ბევრი იშრომონ და არასდროს დაკარგონ პაციენტების სიყვარული და გულისხმიერება.
განათლება
სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სადაც წარმატებით დაამთავრა მედიცინის ფაკულტეტი. დაასრულა დიპლომის შემდგომი სარეზიდენტო პროგრამის დამატებითი მოდულები ბავშვთა ქირურგიაში. სწავლობდა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში, ხოლო 2025 წელს, მას მიენიჭა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
გამოცდილება
ერეკლე მოსიძე დაიბადა 1991 წლის 14 ნოემბერს წალენჯიხაში. 2009-2015 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სადაც წარმატებით დაამთავრა მედიცინის ფაკულტეტი. უმაღლესი სამედიცინო განათლების მიღების შემდეგ, პროფესიული განვითარება ბავშვთა ქირურგიისა და მინი- ინვაზიური ქირურგიის მიმართულებით განაგრძო. 2015-2017 და 2019-2020 წლებში იგი საქმიანობდა ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში უმცროს ექიმად ქირურგიის მიმართულებით. პარალელურად, მან გაიარა კვალიფიკაციის ამაღლებისა და სპეციალიზაციის მნიშვნელოვანი კურსები: 2017 წელს ისწავლა კარლ შტორცის საერთაშორისო სასწავლო ცენტრში ენდო
სამუშაო ადგილი
აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: დადასტურებულია certificate.ge-ზე.
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება