
- ექიმი
- ალექსი თიღილაური
- სპეციალობა
- ზოგადი ქირურგია
- რეგიონი
- თბილისი
- ვერიფიკაცია
- დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი certificate.ge-ზე ჯერ არ არის დადასტურებული.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- +995 32 212 20 02
- ელ-ფოსტა
- medconsilium@gmail.com
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- medconsilium.ge/
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
თანამდებობა:
მტევნის ქირურგიისა და რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელი სპეციალობა: ორთოპედ-ტრავმატოლოგი, მტევნის ქირურგიალექსი თიღილაური 2025 წლიდან კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ ორთოპედ-ტრავმატოლოგი და მტევნის ქირურგია. ის ხელმძღვანელობს მტევნის ქირურგიისა და რეაბილიტაციის ცენტრს.
ალექსი თიღილაურის საექიმო საქმიანობა მოიცავს ენქრონდრომისა და სხვა რბილი ქსოვილების, ძვლების კეთილთვისებიანი სიმსივნეების, სახსრების დაზიანებების, თითების მოხრითი დეფორმაციის, კარპალური და გვირაბის სინდრომების, ჰიგრომის, განგლიოზური ცისტის, ოსტეოიდ-ოსტეომას, ნოტისა და დეკერვენის დაავადებების მკურნალობას; ასევე, წინამხრის, მაჯისა და მტევნის მოტეხილობების, თითებისა და მაჯის პოსტტრავმული კონტრაქტურების, რბილი ქსოვილების დამწვრობის შემდგომი დაზიანებების, ნაწიბუროვანი პათოლოგიების, ნერვების, სისხლძარღვების, მყესების, იოგების დაზიანებების ქირურგიულ მკურნალობას.
ალექსი თიღილაური 2013-2017 წლებში მუშაობდა მტევნის ქირურგად ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, 2015-2024 წლებში იყო ორთოპედი, ტრავმატოლოგი და მტევნის ქირურგი ჯერ ელიზაბეტ ბლექველის სახელობის ჰოსპიტალში, შემდეგ წლებში ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში და კლინიკა ‘’ჯერარსში’’; 2016 წლიდან დღემდე არის პედიატრიული “პრივატ კლინიკის” ორთოპედი, ტრავმატოლოგი და მტევნის ქირურგი.
დაავადებები
- კარპალური და სხვა გვირაბის სინდრომები
- ჰიგრომა
- განგლიოზური ცისტა, ოსტეოიდ-ოსტეომა, ენქრონდრომა და სხვა რბილი ქსოვილისა და ძვლების კეთილთვისებიანი სიმსივნეები
- სახსრების დაზიანებები: თითების და მაჯის ართროზი და ართრიტი
- დიუპიუიტრენის კონტრაქტურა - თითების მოხრითი დეფორმაცია გამოწვეული ხელისგულის აპონევროზის ფიბროზის გამო
- ნოტის დაავადება (მოტკაცუნე თითის სინდრომი, მასტენოზირებელი ლიგამენტიტი)
- დეკერვენის დაავადება - პირველი თითის გამშლელი მყესის ანთებითი დაზიანება, რომელიც გამოიხატება ტკივილით მაჯის არეში
- წინამხრის, მაჯისა და მტევნის მწვავე და ხანდაზმული მოტეხილობების ქირურგიული მკურნალობა
- თითებისა და მაჯის პოსტტრავმული კონტრაქტურების ქირურგიული მკურნალობა
- თანდაყოლილი პათოლოგიები: პოლიდაქტილია, სინდაქტილია, ბრახიდაქტილია და სხვ.
- რბილი ქსოვილების დამწვრობის შემდგომი დაზიანებების ქირურგიული მკურნალობა
- ნაწიბუროვანი პათოლოგიები
- ნერვების, სისხლძარღვების, მყესების, იოგების და სხვ. სტრუქტურების დაზიანებების ქირურგიული მკურნალობა
განათლება
2003-2010წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ბაკალავრი;
2010-2012წწ.ბელორუსიის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის რეზიდენტურა მტევნის ქირურგიის განხრით.
პროფესიული ასოციაციის წევრობა
ალექსი თიღილაური არის საქართველოს მტევნის ქირურგიის ასოციაციის წევრიწყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: წინასწარი — certificate.ge-ზე ჯერ არ არის დადასტურებული.
რას მკურნალობს ზოგადი ქირურგი
მუცლის ღრუს, რბილი ქსოვილებისა და სხვა ორგანოების ქირურგიული დაავადებების — აპენდიციტის, თიაქრის, ნაღველკენჭოვანი დაავადების — ოპერაციული მკურნალობა.
სიმპტომები, რომლებითაც ზოგადი ქირურგის მიმართავენ
სხვა ექიმები ამავე სპეციალობით
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება






