
- ექიმი
- ივანე კილაძე
- სპეციალობა
- ონკოლოგია
- რეგიონი
- თბილისი
- ვერიფიკაცია
- დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი certificate.ge-ზე ჯერ არ არის დადასტურებული.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- (+995 032) 2 600 600
- ელ-ფოსტა
- info@cmchospital.ge
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- cmchospital.ge/ge
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
MD; PhD; ონკოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი;
ექიმი ონკოლოგი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ივანე კილაძე 2020 წლიდან შემოუერთდა კავკასიის მედიცინის ცენტრს და წარმატებით ხელმძღვანელობს კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტს.
სფეროში 20 წლიანი მოღვაწეობის პერიოდში მან მიიღო მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილება, მაგალითად, მოიპოვა მაგისტრის ხარისხი ციურიხის უნივერსიტეტისა (University of Zurich) და ESO-ს სასწავლო პროგრამაში - ფილტვის კიბოს მკურნალობაში; მუშაობდა ესპანეთისა და თურქეთის კლინიკების ონკოლოგიურ დეპარტამენტში და ა.შ 2008-2024 წლებში მან მონაწილეობა მიიღო ევროპის სამედიცინო ონკოლოგების ასოციაციის (ESMO), ევროპის ონკოლოგთა სკოლისა (ESO) და ფილტვის კიბოს კვლევის საერთაშორისო ასოციაციის (IASLC) 30-ზე მეტ ტრენინგ პროგრამაში.
აღსანიშნავია, რომ 2007 წლიდან ის მომხსენებელი იყო 50-ზე მეტ საერთაშორისო კონფერენციაზე, ხოლო რაც შეეხება მის სამეცნიერო-აკადემიურ მოღვაწეობას, ის 45 პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორია, რომელიც გამოქვეყნებულია როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ჟურნალებში. ამავდროულად, ის ჩართულია მომავალი ექიმების ფორმირების საგანმანათლებლო პროცესშიც, როგორც ლექტორი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი).
აქტიური სამედიცინო, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობიდან გამომდინარე ის ევროპის ონკოლოგთა ასოციაციის (ESMO); ევროპის ონკოლოგიის სკოლის (ESO); ფილტვის კიბოს კვლევის საერთაშორისო ასოციაციის (IASLC); საქართველოს კლინიკურ ონკოლოგთა ასოციაციის საბჭოსა და ვიანის ჰოსპიტლების ონკოლოგია/ჰემატოლოგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს წევრია. ამასთან, 2014 წლიდან „საქართველოს ახალგაზრდა ონკოლოგთა ჯგუფის“ თანადამფუძნებელი და ამავე ასოციაციის ხელმძღვანელია. ამავე წელს (2014) მან ჩააბარა ESMOS-ს (ევროპის ონკოლოგთა ასოციაცია) საერთაშორისო გამოცდა მადრიდში.
ექიმი ონკოლოგი, ივანე კილაძე წელიწადში საშუალოდ 1500 ონკოლოგიურ პაციენტს ემსახურება და მაღალკვალიფიციურ, გამოცდილ გუნდთან ერთად, ჰოსპიტლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენებით, პაციენტებს პათოლოგიების სრულყოფილ დიაგნოსტიკასა და მართვას სთავაზობს, მკურნალობის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით.
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: წინასწარი — certificate.ge-ზე ჯერ არ არის დადასტურებული.
რას მკურნალობს ონკოლოგი
ავთვისებიანი სიმსივნეების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და მეთვალყურეობა.
სიმპტომები, რომლებითაც ონკოლოგის მიმართავენ
სხვა ექიმები ამავე სპეციალობით
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება








