
- ექიმი
- ნინო ქიქოძე
- სპეციალობა
- მეანობა-გინეკოლოგია
- ვერიფიკაცია
- დადასტურებული დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი გადამოწმებულია certificate.ge-ზე.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- (+995 32) 2 91 01 58; (+995) 599 624 300
- ელ-ფოსტა
- venusgeorgia@gmail.com
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- venusgeorgia.ge
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
დაიბადა 1972 წლის 9 აგვისტოს თბილისში. დედა პროფესიით ექიმია, ხოლო მამა მათემატიკოსი. მან წარჩინებით დაამთავრა თბილისის№53საჯაროსკოლა,რისშემდეგაცსწავლა თსსუ-ს პედიატრიულ ფაკულტეტზე გააგრძელა, რომელიც 1996 წელს წარჩინებით დაასრულა. მან 2001 წელს აშშ-ში, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო განათლების ცენტრში მოიპოვა მედიცინის დოქტორის (M.D.) ხარისხი, 2024 წელს კი დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის (Ph.D.) აკადემიური ხარისხი. 2004-2012 წლებში ის მუშაობდა მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების ხელმძღვანელად (2004 წელს, იაშვილის სახელობის კლინიკაში usaid და emory -თან თანამშრომლობით პირველი ბავშვთა გადაუდებელი დახმარების განყოფილება გახსნა). ნინო ქიქოძის ხელმძღვანელობით 2007 წელს მოზრდილთა გადაუდებელი დახმარების განყოფილება გაიხსნა ყიფშიძის სახელობის კლინიკაში, 2011 წელს ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში, ხოლო 2012 ში კი ქუთაისის დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში. 2005 წლიდან ნინო ქიქოძე მისივე დაარსებული ბავშვთა გადაუდებელი დახმარების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტია. 2019 წელს ამ ასოციაციის ეგიდით ჩატარდა პირველი საერთაშორისო კონგრესი ბავშვთა გადაუდებელ მედიცინაში. 2012-2015 წლებში იკავებდა ზ.ცხაკაიას სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის პედიატრიული სამსახურის უფროსის პოზიციას, ხოლო 2015 -2018 წლებში სამედიცინო კომპანია „ევექსის“ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის დირექტორი იყო. 2017 წლიდან დღემდე ნინო ქიქოძე ეწევა აკადემიურ საქმიანობას, დ. ტვილდიანისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ის არის არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი პუბლიკაციის ავტორი, რომლებიც ძირითადად ეხება პედიატრიულ გადაუდებელ მედიცინასა და კრიტიკულ მდგომარეობებს (მათ შორის, ძვალშიდა მიდგომების გამოყენებას პედიატრიულ პრაქტიკაში, რომლის კათეტერიზაციის დანერგვა მოხდა Mayo-ს კლინიკის ასოცირებულ პროფესორთან ერთად). ის რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებში როგორც მომხსენებელი, ტრენერი და ორგანიზატორი.
რა არის კარგი ექიმი?
უპირველეს ყოვლისა, საკუთარი პროფესიის უსაზღვრო სიყვარული და საქმისადმი უდიდესი ინტერესი.
რატომ აირჩიეთ მედიცინა?
ჩემმა უძვირფასესმა ადამიანმა - დედამ. სწორედ მისი მაგალითი და გვერდში დგომა გახდა ჩემი მთავარი შთაგონების წყარო, რამაც ამ რთულ, მაგრამ საპატიო გზაზე დამაყენა.
ვინ არის თქვენი მისაბაძი?
კონკრეტული იდეალი არ მყავს ვისაც მივბაძავდი.
რჩევა მომავალ ექიმებს
მომავალ კოლეგებს ვეტყოდი, რომ ეს გზა იოლი არ არის. დაუღალავი შრომა, მონდომება და მუდმივი განვითარება - აი, რა არის ნამდვილ პროფესიონალად ჩამოყალიბების საიდუმლო.
გამოცდილება
ნინო ქიქოძე, დაიბადა 1972 წლის 9 აგვისტოს თბილისში. დედა პროფესიით ექიმია, ხოლო მამა მათემატიკოსი. მან წარჩინებით დაამთავრა თბილისის№53საჯაროსკოლა,რისშემდეგაცსწავლა თსსუ-ს პედიატრიულ ფაკულტეტზე გააგრძელა, რომელიც 1996 წელს წარჩინებით დაასრულა. მან 2001 წელს აშშ-ში, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო განათლების ცენტრში მოიპოვა მედიცინის დოქტორის (M.D.) ხარისხი, 2024 წელს კი დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის (Ph.D.) აკადემიური ხარისხი. 2004-2012 წლებში ის მუშაობდა მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დ
სამუშაო ადგილი
გოთუას სამედიცინო ცენტრი
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: დადასტურებულია certificate.ge-ზე.
რას მკურნალობს გინეკოლოგი
ქალის რეპროდუქციული სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ორსულობის მართვა და მშობიარობა.
სიმპტომები, რომლებითაც გინეკოლოგის მიმართავენ
სხვა ექიმები ამავე სპეციალობით
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება






