ფოტო: Miles Burke / Unsplash (Unsplash License)
3632პრეპარატი
2774ჩვენებებით
15ფარმაკოლოგიური ჯგუფი
14011კავშირი დაავადებებთან და სიმპტომებთან
წამლების ცნობარი — SheniEkimi.ge-ის სამედიცინო საინფორმაციო რესურსი, სადაც თავმოყრილია საქართველოში რეგისტრირებული სამკურნალო საშუალებების ინსტრუქციები: შემადგენლობა, ჩვენებები, უკუჩვენებები, გვერდითი მოვლენები და გაცემის წესი.
პრეპარატები დაჯგუფებულია საერთაშორისო ATC კლასიფიკაციის მიხედვით. თითოეული წამალი თავისი ჩვენებებით ავტომატურად უკავშირდება დაავადებების და სიმპტომების ცნობარებს, ხოლო ერთი და იმავე აქტიური ნივთიერების პრეპარატები ერთმანეთთან არის დაკავშირებული. #drpkhakadze #sheniekimi
სამედიცინო განმარტება
ცნობარი განკუთვნილია საინფორმაციო მიზნებისთვის და არ ანაცვლებს ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას. წამლის დანიშვნა, დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა მხოლოდ ექიმის კომპეტენციაა. რეცეპტით გასაცემი პრეპარატები ექიმის დანიშნულების გარეშე არ უნდა მიიღოთ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფები (ATC)
ანტიინფექციური საშუალებები490 პრეპარატი · ATC Jზინატი, ვიოსეპტი, ვაგოტილი, პეროქსიგელიგულ-სისხლძარღვთა სისტემა423 პრეპარატი · ATC Cბერლიპრილი, დილასიდომი, დიგოქსინი WZF, როზუკარდისაჭმლის მომნელებელი სისტემა და მეტაბოლიზმი351 პრეპარატი · ATC Aკოკარბოქსილაზა, მაგნეფარი B, მეგლიუკონი, მეგავიტ კარდიონერვული სისტემა293 პრეპარატი · ATC Nპირატროპილი, ცინარიზინი, რელანიუმი, ტაზეპამისასუნთქი სისტემა277 პრეპარატი · ATC Rცეპასმელი, რუბიტალ ფორტე, ბრონოლაკი, მონტოფიძვალ-კუნთოვანი სისტემა266 პრეპარატი · ATC Mპიროქსიკამი, ლორინდენი A, ცეპასტილი, პლანტაგენიშარდ-სასქესო სისტემა და სასქესო ჰორმონები72 პრეპარატი · ATC Gომნადრენი, ტამურექსი, ცეფასაბალი, ლიდოკაინი და ადრენალინი საინექციოსისტემური ჰორმონული პრეპარატები67 პრეპარატი · ATC Hფლუცინარი გელი, ლატიკორტი, დექსამეტაზონი, პოლკორტოლონისისხლი და სისხლმბადი ორგანოები60 პრეპარატი · ATC Bენტობარი, ციპროფლოქსაცინი, თრომბობათი, ლოდიგრელისიმსივნის საწინააღმდეგო და იმუნომოდულატორები45 პრეპარატი · ATC Lელოქსატინი, მიტოქსანტრონი, ტაივერბი™, ბათფერონიგრძნობის ორგანოები (თვალი, ყური)40 პრეპარატი · ATC Sტროპიკამიდი, მანიტოლი, ოტიზოლი, ალოეს სიროფი მოცვითდერმატოლოგიური საშუალებები36 პრეპარატი · ATC Dდერმაკომბინი, ალერგოზანი®, რებეკომი, რელიფ ულტრაანტიპარაზიტული საშუალებები25 პრეპარატი · ATC Pულგანოლი, ანტისოლი, ჰელმიზოლი, ზენტელიბიოლოგიურად აქტიური დანამატები201 პრეპარატიკოენზინ Q, ფიტოლიზინი, იმუნო – რიცი®, აერინისხვა პრეპარატები986 პრეპარატიინდონალი პარტნერი, სონაპაქსი, სალბუტამოლი, პილოკარპინი
ხშირად დასმული კითხვები
რა არის ATC კლასიფიკაცია?▼
ATC (ანატომიურ-თერაპიულ-ქიმიური კლასიფიკაცია) — წამლების საერთაშორისო დაჯგუფების სისტემა. პირველი ასო აღნიშნავს ორგანოს ან სისტემას, რომელზეც პრეპარატი მოქმედებს (მაგ. C — გულ-სისხლძარღვთა სისტემა, J — ანტიინფექციური საშუალებები, N — ნერვული სისტემა).
როგორ არის დაკავშირებული წამლები, დაავადებები და სიმპტომები?▼
სისტემა კითხულობს თითოეული პრეპარატის ინსტრუქციის „ჩვენებების“ ნაწილს და პოულობს მასში მოხსენიებულ დაავადებებსა და სიმპტომებს. ამიტომ დაავადების ან სიმპტომის გვერდზე ხედავთ პრეპარატებს, რომელთა ჩვენებებშიც ის არის მითითებული, ხოლო წამლის გვერდზე — მის ჩვენებებთან დაკავშირებულ დაავადებებსა და სიმპტომებს. ახალი წამლის, დაავადების ან სიმპტომის დამატებისას კავშირები თავად განახლდება.
ნიშნავს თუ არა სიაში ყოფნა, რომ წამალი ჩემთვის შესაფერისია?▼
არა. კავშირი ეფუძნება ინსტრუქციაში მითითებულ ჩვენებებს და არ ითვალისწინებს თქვენს ასაკს, თანმხლებ დაავადებებს, უკუჩვენებებს და სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედებას. წამლის შერჩევა მხოლოდ ექიმთან ერთად უნდა მოხდეს.
რას ნიშნავს „ურეცეპტოდ“ და „რეცეპტით“?▼
„ურეცეპტოდ“ (III ჯგუფი) — პრეპარატი აფთიაქში გაიცემა რეცეპტის გარეშე. „რეცეპტით“ (II ჯგუფი) — პრეპარატი გაიცემა ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტით. გაცემის წესი აღებულია პრეპარატის ინსტრუქციიდან; თუ მითითებული არ არის, სტატუსი არ ჩანს.
რამდენი პრეპარატია ცნობარში?▼
ამჟამად ცნობარში 3632 პრეპარატია, მათგან 2774 — ჩვენებების აღწერით. ისინი 14011 კავშირით უკავშირდება დაავადებებსა და სიმპტომებს.

