საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე გვაფრთხილებს.
გიორგი ფხაკაძე ხალხური მედიცინის სპეციალისტის არუნ ხათრის კვლავ სიცრუეში ამხელს
„ინდოელო „მკურნალო“,
შეწყვიტეთ ადამიანების შეცდომაში შეყვანა!
ფსორიაზი ქრონიკული, იმუნური სისტემის მონაწილეობით განვითარებული ანთებითი დაავადებაა და არა საკვებისგან გამოწვეული პრობლემა! ფსორიაზი თანამედროვე მედიცინით წარმატებით კონტროლდება, თუმცა მისი საბოლოო განკურნება ჯერჯერობით შეუძლებელია. მხოლოდ დიეტით განკურნების დაპირება მეცნიერულ საფუძველს მოკლებულია. ადამიანებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული მკურნალობა სჭირდებათ და არა ცრუ დაპირებები!“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე
არუნ ხათრი ფსორიაზის მკურნალობაზე საუბრობს:
ნახეთ, ვიდეო:
