სამშაბათი, აპრილი 21, 2026
მთავარიშენი ექიმიეს ყველამ უნდა იცოდეს!!!

ეს ყველამ უნდა იცოდეს!!!

როგორ გამოიყურება სხვადასხვა მწერის და ქვეწარმავლის ნაკბენი ?

როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან სხვადასხვა მწერის ნაკბენი 

თუ როდისმე შეუწუხებიხართ ამ პრობლემას, თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები, გთავაზობთ ამოიცნოთ თუ რომელმა მწერმა გიკბინათ, რათა თავიდან აიცილოთ უსიამოვნებები და შემდგომი გართულებები

კოღოს კბენის შემდეგ დაზიანება მალევე ქრება, მაგრამ არსებობს შედარებით მძიმე შემთხვევებიც, როდესაც აუტანელი წვისა და სისუსტის შეგრძნება გვაწუხებს, ასეთ შემთხვევაში უმჯობესია ექიმს მიაკითხოთ.

შეიძლება იყოს ტკიპა და ტექსტი გამოსახულება

რწყილის ნაკბენი მარტივად შესამჩნევია, რადგან სხეულის დაზიანებული უბანი წითელ შეფერილობას იღებს. ასეთ დროს ქავილისა და ანთებითი პროცესის საწინააღმდეგო მალამო გამოიყენეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი შანსია ინფექცია განვითარდეს.

შეიძლება იყოს 1 ადამიანი, ტკიპა და ტექსტი გამოსახულება

საწოლის ბაღლინჯოს ნაკბენი არა მხოლოდ მტკივნეულია, შესაძლოა გამოიწვიოს გაღიზიანება, ქავილი და ზოგ შემთხვევაში ალერგიული რეაქციაც კი.
თუ შენიშნავთ:
სხეულზე წითელ ლაქებს ან შეშუპებულ გამონაყარს,
თეთრეულზე სისხლის წითელ წვეთებს ან შავი შეფერილობის ლაქებს
კანის მსგავსი გაღიზიანება შესაძლოა გამოიწვიონ სხვა მწერებმაც, როგორიცაა კოღო, რწყილი, ტკიპა და სხვა.

შეიძლება იყოს 1 ადამიანი და ტექსტი გამოსახულება

ობობას ნაკბენი ყველაზე მარტივად შესამჩნევია, რადგან თუ გაგიმართლათ და შხამიანი არ არის, სხეულზე შრამის სახით ის ორ პატარა წერტილს ტოვებს. ობობების უმრავლესობა სრულიად უვნებელია, თუმცა თუ მისი ნაკბენის შემდეგ ამჩნევთ, რომ სიმპტომები საგანგაშოა, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს.

ეს ყველამ უნდა იცოდეს!!! | sheniekimi.ge | შენი ექიმი

არსებობს ტკიპის სახეობები რომელთაც შეუძლიათ კბენის შედეგად გამოიწვიონ ისეთი დაავადებები როგორიცაა ბორელიოზი და ასევე განსაკუთრებით საშიში დაავადება, „ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხლება“. გასათვალისწინებელია გეოგრაფიული მდებარეობა და ტკიპის დაყოვნების დრო ადამიანის სხეულზე.

დაავადებების პრევენციისთვის აუცილებელია ნაკბენის ან კანზე მიმაგრებული ტკიპის აღმოჩენის შემთხვევაში დროულად მიმართოთ სპეციალისტს, ინფექციონისტს…შეიძლება იყოს 1 ადამიანი და ტექსტი გამოსახულება

როდესაც ვინმეს ჭიანჭველა აწვება, ყველაზე გავრცელებული რეაქცია არის აწეული წითელი ლაქა. მეორე დღეს შესაძლოა ადგილი მტკივნეული და შეშუპებული იყოს. თუ ნაკბენი მძიმეა, შეიძლება დაწყლულება და დაინფიცირება.


შეიძლება იყოს 1 ადამიანი, ტკიპა და ტექსტი გამოსახულება

 

მორიელის ნაკბენი, ძირითადად, მტკივნეული, მაგრამ უვნებელია. არსებობს მორიელის 1 500 განსხვავებული სახეობა, რომელთაგან მხოლოდ 30-ს შეუძლია სასიკვდილო ნაკბენის გამოწვევა. ასეთი შხამიანი მორიელები საქართველოში არ გვხვდება, ისინი, ძირითადად, გავრცელებული არიან მექსიკაში, სამხრეთ ამერიკაში, აფრიკის გარკვეულ ნაწილებში, ახლო აღმოსავლეთსა და ინდოეთში. მისი ნაკბენი ყველაზე საშიშია ბავშვებისთვის, მოხუცებისა და შინაური ცხოველებისთვის. ჯანმრთელ, ზრდასრულ ადამიანს მკურნალობა, ძირითადად, არც სჭირდება, მაგრამ ბავშვებისათვის აუცილებელია დაუყოვნებლივი ჩარევა.

მორიელი არ იკბინება, იგესლება, გესლი კუდშია მოთავსებული. შხამი შეიცავს ტოქსინების კომპლექსს, რომელიც ნერვულ სისტემას აზიანებს.

• თუ მორიელმა გიკბინათ და გაქვთ მცირე რეაქციაც კი, გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

  რა არის ოვულაცია და რატომ არის მნიშვნელოვანი ნაყოფიერებისთვის?

• აუცილებლად მოითხოვეთ დახმარება დაკბენილი ბავშვის შემთხვევაში;

• აუცილებლად მოითხოვეთ დახმარება, თუ გაქვთ მძიმე სიმპტომები;

• აუცილებლად მოითხოვეთ დახმარება, თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს მორიელმა გიკბინათ სხვა ქვეყანაში მოგზაურობისას.

შეიძლება იყოს 1 ადამიანი და ტექსტი გამოსახულება

საშიშ ადგილებში, სადაც შემჩნეული გაქვთ კრაზანების ბუდეები, მაქსიმალურად დახურული ტანსაცმელი გამოიყენეთ და ნუ ეცდებით მათი ბუდეების მოშლას, იმ ადამიანების გარეშე, ვინც სპეციალური აღჭურვილობით შეძლებს ამის გაკეთებას!

 ანაფილაქსიური შოკის მართვა აუცილებელია დაუყოვნებლივ და ეტაპობრივად:

• პირველი და მთავარი პრეპარატი.
• ინტრამუსკულარულად (IM) წინა-გარე ბარძაყში, დოზა: 0.01 მგ/კგ (ზრდასრულში საშუალოდ 0.3–0.5 მგ).
• საჭიროების შემთხვევაში 5–15 წუთში შეიძლება განმეორება.

• პაციენტის მოთავსება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ფეხების აწევით.
• ჟანგბადის მიწოდება.
• მძიმე შემთხვევებში – ინტუბაცია ან ტრაქეოტომია.

• ყველა პაციენტი საჭიროებს გადაყვანას სტაციონარში მინიმუმ 24 საათით, რადგან შესაძლებელია გვიანი რეციდივი

ფუტკრის ნაკბენის შემთხვევები საკმაოდ ხშირია. ძირითადად, ნაკბენი მხოლოდ დისკომფორტსა და მცირე გაღიზიანებას იწვევს და სახლის პირობებშიც საკმარისია მკურნალობა, ტკივილს გასაყუჩებლად. თუმცა, თუ ფუტკრის ნაკბენზე ალერგიული ხართ ან ფუტკარმა რამდენჯერმე გიკბინათ, შესაძლოა განვითარდეს უფრო ძლიერი რეაქცია, რაც სასწრაფო ჩარევას მოითხოვს.

შეიძლება იყოს 2 ადამიანი, ტკიპა და ტექსტი გამოსახულება

 

გველის შხამით მოწამვლის სიმპტომებია:

  • ნაკბენის მიდამოში ტკივილი და პროგრესირებადი შეშუპება;
  • გამონაყარი;
  • მთელ სხეულზე კანის გაუფერულება;
  • ტემპერატურის მომატება;
  • გულისრევა, ღებინება;
  • თავბრუსხვევა, ძილიანობა;
  • მხედველობის და სმენის დაქვეითება;
  • შემცივნება;
  • ოფლიანობა;
  • სუნთქვის გაძნელება;
  • მგრძნობელობის მოშლა

რა უნდა ვიცოდეთ ამ დროს პირველადი დახმარების შესახებ:

სასწრაფო დახმარების მოსვლამდე:

  • გაათავისუფლეთ ჭრილობის მიდამო;
  • აუკრძალეთ დაზარალებულს მოძრაობა;
  • მიაღებინეთ ჰორიზონტალური მდებარეობა;
  • კიდური გულის დონეზე დაბლა მოათავსეთ;
  • დაამუშავეთ ნაკბენი ანტისეპტიკური ხსნარით;
  • გაასუფთავეთ ჭრილობა საპნით და წყლით;

დაადეთ ელასტიური დამწოლი, რათა შეანელოთ შხამის გავრცელება ლიმფური სისტემის გზით. ამისათვის გაითვალისწინეთ შემდეგი წესები:

  • შეამოწმეთ კიდურის მგრძნობელობა, ტემპერატურა, ფერი და ჩაინიშნეთ ცვლილებები;
  • სახვევმა უნდა დაფაროს სხეულის დიდი ნაწილი, როგორიცაა მკლავი ან წვივი. გამოიყენეთ რვიანისებრი ნახვევი მუხლის ან კოჭის სახსრებისთვის;
  • სახვევის დადების შემდეგ დაზიანების ზემოთ და ქვემოთ შეამოწმეთ მგრძნობელობა, ტემპერატურა, ფერი;
  • შეამოწმეთ სახვევის სიმჭიდროვე. სახვევის ქვეშ თითი ადვილად უნდა თავსდებოდეს, თუმცა არა ძალიან თავისუფლად
  კოვიდის წამალი მალე აფთიაქებში გაიყიდება

არ გაკვეთოთ ჭრილობა, არ გამოწოვოთ ნაკბენი. გველის ნაკბენზე დაუშვებელია თბილი საფენის დადება. ამან შესაძლოა შხამის გავრცელება გამოიწვიოს. აკრძალულია კოფეინის და ალკოჰოლის მიღება, ვინაიდან ეს ნივთიერებები აჩქარებენ შხამის შეწოვის პროცესს.

შეიძლება იყოს ტკიპა და ტექსტი გამოსახულება

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

 

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights