„თუ მართლა შავი ჭირი იყო, მოუვლიან ადგილზე, დღეს ეს პრობლემა აღარაა, იქაც არ გავრცელდება, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა“ – ასე ეხმაურება დაავადებათა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე „ინტერპრესნიუსთან“ რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ „სამწუხაროდ ძალიან გაურკვეველია, იქ რა მოხდა“.
ცნობისთვის, რუსეთში, ირკუტსკის ოლქში შავი ჭირისგან 28 წლის ქალი გარდაიცვალა. სტაციონარი, სადაც პაციენტი დაიღუპა კარანტინის რეჟიმში გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებამ შეწყვიტა ახალი პაციენტების მიღება და არსებულის გაწერა.
გველოდება თუ არა ,,შავი ჭირის” ეპიდემია – ბიოლოგის განმარტება
