By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
  • სამედიცინო ბაზის
    • ბაზის რუქა
გამოგვყევით
სამინისტროსიახლეებისხვა-ამბები

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტების შეძენა ფინალურ ეტაპზეა – „ვამოროლონის“ მოწოდებაზე მოლაპარაკებებიც წარმატებით დასრულდა

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ოქტომბერი 7, 2026 4:07 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
2 წუთიანი წაკითხვა
C და B ჰეპატიტის პროგრამები
#post_seo_title
გაზიარება

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტების შეძენა ფინალურ ეტაპზეა – „ვამოროლონის“ მოწოდებაზე მოლაპარაკებებიც წარმატებით დასრულდა, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე დარჩენილია მხოლოდ ხელმოწერილი დოკუმენტების გაცვლა და მიმდინარეობს მუშაობა, რათა მედიკამენტები პაციენტებისთვის რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ხელმისაწვდომი.

„დასრულდა მოლაპარაკებები მედიკამენტებთან დაკავშირებით, რომელიც განკუთვნილია დიუშენის მქონე პაციენტებისთვის. ეს მნიშვნელოვანი სიახლეა ქართული ჯანდაცვის სისტემისთვის. საუბარია ორ ინოვაციურ მედიკამენტზე -ჯივინოსტატსა და ვამოროლონზე – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ჯივინოსტატთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე დასრულებული იყო, ხოლო დარჩენილი იყო ვამოროლონთან დაკავშირებული მოლაპარაკების ბოლომდე მიყვანა.

„საბედნიეროდ, მოლაპარაკება დასრულდა წარმატებით. დარჩენილია მხოლოდ ხელმოწერილი დოკუმენტების გაცვლა. დაწყებულია და აქტიურად გაგრძელდება მუშაობა, რომ რეალურად, რაც შეიძლება სწრაფად, ხელმისაწვდომი გახდეს პაციენტებისთვის ეს მედიკამენტები“ – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ

მისივე განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებასა და აღსრულებაში მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრის ჩართულობა.

„ხაზს გავუსვამ პრემიერ-მინისტრის პირად როლს ამ გადაწყვეტილების მიღებასა და აღსრულებაში. მინდა მადლობა გადავუხადო მას ამ ჩართულობისთვის და გადაწყვეტილებისთვის“ -განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძემ ასევე ისაუბრა ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის მედიკამენტის ხელმისაწვდომობაზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ აღნიშნული დაავადების სამკურნალო პრეპარატი უკვე შეიძინა.

„გასულ პერიოდში ჩვენს მიერ შეძენილ იქნა ცისტური ფიბროზის სამკურნალო მედიკამენტი და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ამ დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, მათი ოჯახის წევრებისთვის. ესეც წარმოადგენს ძალიან ვერაგ და მძიმე დაავადებას, რომელსაც სჭირდება თანამედროვე, ინოვაციური მედიკამენტის შეძენა“ – აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, იშვიათი დაავადებების სამკურნალო მედიკამენტის სახელმწიფო პროგრამაში დანერგვასთან დაკავშირებული ლოჯისტიკური და ადმინისტრაციული საკითხების დასარეგულირებლად მთავრობის სხდომაზე შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეს.

„დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მიღებულ იქნა რამდენიმე გადაწყვეტილება ამ საკითხის ირგვლივ, რაც უკავშირდება ლოჯისტიკური საკითხების დარეგულირებას – ვინ განახორციელებს მედიკამენტის მიწოდებას, რა პროცედურებით განხორციელდება და ა.შ. საჭირო იყო მთავრობის დადგენილებით დარეგულირება, შემდგომი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განისაზღვრება მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებული პროცედურები, მათ შორის სამედიცინო პერსონალის მომზადება, მედიკამენტის დანიშვნისა და გამოყენების მონიტორინგი და მკურნალობის ეფექტიანობის შეფასება.“ – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გრძელდება.

„გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტის მომტანი იყოს ამ მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამაში დანერგვა თითოეული პაციენტისთვის, რომელიც გამოიყენებს“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

FacebookTwitter
TAGGED:მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტებთან დაკავშირებით
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

სიახლეებიშენი ექიმიშენი უფლებები

როგორ რეგულირდება სურსათის დანამატები საქართველოში? – გიორგი ფხაკაძე განმარტავს

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
წყლის და ტვინის კავშირი – რატომ არის ჰიდრატაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი?
მეცნიერებასიახლეებისხვა-ამბებიშენი ექიმი

ნემსები წარსულს ჩაბარდება? – გიორგი ფხაკაძე სენსაციურ სიახლეზე საუბრობს

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
სამინისტრო

ახალი მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკა მოეწყობა, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას უზრუნველყოფს

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები, პარტნიორებთან ერთად სოფ. თაზაქენდს ეწვივნენ და ახალი სადგური მოინახულეს, რომლითაც შესაძლებელია ჰაერის ხარისხის მონიტორინგი - მაღალი სიზუსტის მონაცემების მიღება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისა და ამ დაბინძურების წყაროების შესახებ
სიახლეებისხვა-ამბებიშენი ექიმი

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები, პარტნიორებთან ერთად სოფ. თაზაქენდს ეწვივნენ და ახალი სადგური მოინახულეს, რომლითაც შესაძლებელია ჰაერის ხარისხის მონიტორინგი – მაღალი სიზუსტის მონაცემების მიღება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისა და ამ დაბინძურების წყაროების შესახებ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?