რუსეთში შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის ლაბორანტის გარდაცვალება საერთაშორისო ჯანდაცვისთვის მნიშვნელოვანი ფაქტია, თუმცა ამ ეტაპზე შემთხვევის ოფიციალური მიზეზი დადასტურებული არ არის. ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.
ჩხაიძის თქმით, შავი ჭირი იმ დაავადებებს მიეკუთვნება, რომლის გავრცელებაც შესაძლოა არა მხოლოდ ერთი ქვეყნის, არამედ გლობალურ პრობლემად იქცეს. მისი შეფასებით, ლაბორატორიის თანამშრომლის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს.
„ზოგადად, შავი ჭირი მიეკუთვნება იმ დაავადებების კატეგორიას, რომლის გავრცელებაც არა მხოლოდ ერთი ქვეყნის, არამედ, რეალურად, გლობალური პრობლემაა. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონტროლის ქვეშაა“,- განაცხადა ჩხაიძემ.
ჩხაიძის შეფასებით, მსგავს შემთხვევას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რადგან შავი ჭირის გავრცელება ერთ ქვეყანაში დარჩენილ პრობლემად არ უნდა განიხილებოდეს. განაგრძეთ კითხვა
