ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, კოპენჰაგენში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიაში მონაწილეობს.
მინისტრი, დანიის სამეფოში საქართველოს ელჩ ნატა მენაბდესთან ერთად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის, ჰანს კლუგეს, მიწვევით გამართულ შეხვედრას დაესწრო.
მხარეებმა განიხილეს ჯანდაცვის სფეროში არსებული გამოწვევები, ჯანდაცვის სისტემების განვითარების პრიორიტეტები და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა. ყურადღება გამახვილდა გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი ძალისხმევის როლზე მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების მიმართულებით.
