იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პროფესორ ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, წელს საქართველოში დაახლოებით 200 ათასი დოზა უფასო, 100%-ით განახლებული გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება, რომელიც 3-კომპონენტიანია და მოიცავს 2 „ა“ ტიპის (მისურის და დარვინის შტამები) და 1 „ბე“ ტიპის (ტოკიოს შტამი) კომპონენტს.
როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, გრიპის აქტიურობის პიკს დეკემბრის ბოლოსა და იანვრის დასაწყისში უნდა ველოდოთ.
„მოლოდინი გვაქვს, რომ წლევანდელი სეზონი იქნება იმ სტატისტიკის ფარგლებში, რაზეც მრავალწლიანი მონაცემები მიუთითებს. ნოემბერში დაიწყება გრიპის შემთხვევების მატება, ხოლო დეკემბრის ბოლო და იანვრის დასაწყისი შესაძლოა, იყოს გრიპის აქტიურობის პიკი.
სტატისტიკის თანახმად, 2026 წლის სეზონი ნაკლებად აქტიურია გასული 2 წელთან შედარებით – ნაკლებია მიმართვიანობა პირველადი ჯანდაცვის რგოლში, ასევე შემცირებულია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. განაგრძეთ კითხვა
