სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სარჯველაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრ ანაჰიტ ავანესიანს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ჯანდაცვის სისტემების განვითარების მიმართულებებს, პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებას, სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესებას.
მიხეილ სარჯველაძე სომხეთის ბირთვული მედიცინის ეროვნულ ცენტრშიც იმყოფებოდა, სადაც ახლად რეაბილიტირებული ცენტრის საქმიანობასა და ბირთვული მედიცინის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო.
მხარეებმა ბირთვული მედიცინის სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
Sheni Network
შეხვედრას სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე ესწრებოდა.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
Dr. Giorgi Pkhakadze. სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სარჯველაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრ ანაჰიტ ავანესიანს შეხვდა [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 ოქტ 1]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2026/09/30/%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%97%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%95%e1%83%98%e1%83%96%e1%83%98/
sheniekimi.ge
