ოთხშაბათი, აგვისტო 5, 2026
მთავარისამინისტრომიხეილ სარჯველაძე: „ძალიან კარგი, ნაყოფიერი და სასარგებლო თანამშრომლობა მიმდინარეობს სამინისტროსა და მშობელთა...

მიხეილ სარჯველაძე: „ძალიან კარგი, ნაყოფიერი და სასარგებლო თანამშრომლობა მიმდინარეობს სამინისტროსა და მშობელთა ორგანიზაციას შორის. იმედიანად ვართ განწყობილი, რომ პროგრამის გაფართოება თითოეული პაციენტისთვის საკეთილდღეო შედეგს მოიტანს“

„პრემიერ-მინისტრის პირადი ჩართულობითა და გადაწყვეტილებით გახდა შესაძლებელი, რომ ქართველ პაციენტებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის  სამკურნალოდ მედიკამენტზე წვდომა ჰქონოდათ. ეს მართლაც ძალიან დიდი მიღწევაა.

არ იყო მარტივად მისაღები გადაწყვეტილება, ვინაიდან უკავშირდებოდა ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ ფაქტორებს, მათ შორის – წამლის უსაფრთხოებასთან და გამოყენების პრაქტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს“  – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, მთავრობის სხდომის შემდეგ ისაუბრა.

მისივე განცხადებით, ახალი პრეპარატი პაციენტებისთვის უახლოეს  პერიოდში გახდება ხელმისაწვდომი.

მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობასაც და აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დააფინანსებს.

„პრაქტიკულად, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც საკუთარი სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით ხელმისაწვდომი გახადა აღნიშნული მედიკამენტი,დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის. ეს არ არის მარტივი საქმე ისეთი სახელმწიფოსთვისაც კი, რომელსაც საქართველოსთან შედარებით, გაცილებით დიდი ფინანსური შესაძლებლობები გააჩნია. რეალურად, ძალიან ბევრი სახელმწიფო თავს იკავებს ამ მედიკამენტის შეძენისგან, მათ შორის – ფინანსური მიზეზებითაც“ – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მეორე მედიკამენტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის შესაძენად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

„ვფიქრობ, უახლოეს დღეებში გვექნება შესაძლებლობა, გამოვაცხადოთ მომდევნო გადაწყვეტილებაც დიუშენის მართვასთან დაკავშირებით. ეს ძალიან სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, პროგრამის გაფართოების თვალსაზრისით“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან,  ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უწყება  აქტიურად თანამშრომლობს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მშობელთა ორგანიზაციასთან, კლინიცისტებთანდა მომწოდებელ ორგანიზაციებთან.

„ძალიან კარგი, ნაყოფიერი და სასარგებლო თანამშრომლობა მიმდინარეობს სამინისტროსა და მშობელთა ორგანიზაციას შორის.  აქ ჩართულები არიან, ბუნებრივია კლინიცისტები, ექიმები, რომელთა ჩართულობაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამასთან, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მომწოდებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობასაც, რათა პაციენტებისთვის მკურნალობა მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს. ძალიან იმედიანად ვართ განწყობილი, რომ პროგრამის გაფართოება თითოეული პაციენტისთვის საკეთილდღეო შედეგს მოიტანს“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

  ცდებში რევოლუციური შედეგები აჩვენა - შექმნეს კიბოს ვაქცინა ძაღლებისთვის
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights