პარასკევი, ივლისი 24, 2026
მთავარიშენი ექიმიაჭარაში ძვლის ტვინის პირველი ტრანსპლანტაცია წარმატებით ჩატარდა

აჭარაში ძვლის ტვინის პირველი ტრანსპლანტაცია წარმატებით ჩატარდა

აჭარაში ძვლის ტვინის პირველი ტრანსპლანტაცია წარმატებით ჩატარდა

ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის სერვისი ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ამოქმედდა, რომლითაც უკვე ორმა პაციენტმა ისარგებლა.

ახალი სამედიცინო მიმართულების დანერგვა პაციენტებს შესაძლებლობას აძლევს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკურნალობა ადგილზე, რეგიონიდან და ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღონ.
აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2019 წლიდან, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას 125 000-დან 235 000 ლარის ფარგლებში აფინანსებს, როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის სამედიცინო დაწესებულებებში. დღემდე პროგრამით 98-მა პაციენტმა ისარგებლა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 13 მილიონ 300 ათას ლარზე მეტი გამოიყო. მათ შორის, 2026 წელს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია 7 პაციენტს დაუფინანსდა, რაზეც დაახლოებით 1 მილიონი ლარი მიიმართა.
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, პირველ მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან ერთად იმ პაციენტებს შეხვდა, რომლებმაც ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ძვლის ტვინისა და ღვიძლის ტრანსპლანტაცია ჩაიტარეს. შეხვედრაზე პროგრამების შედეგები, პაციენტების გამოცდილება და სამომავლო განვითარების გეგმები განიხილეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე, ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის დირექტორი, შესაბამისი მიმართულების ექიმები და სამედიცინო სფეროს სხვა წარმომადგენლები.
„უპირველესად, მადლობას ვუხდი ჩვენს საამაყო ექიმებს, რომლებმაც წარმატებით დანერგეს უმნიშვნელოვანესი და სასიცოცხლოდ საჭირო სამედიცინო სერვისები. წლების წინ ბათუმში შესაძლებელი გახდა ღვიძლის ტრანსპლანტაციის განხორციელება, დღეს კი უკვე ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციაც ადგილობრივად სრულდება. ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია როგორც აჭარის ჯანდაცვის სისტემის განვითარების, ისე მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით. მადლობას ვუხდი პაციენტებს გამოცხადებული ნდობისთვის. აჭარის მთავრობის მხარდაჭერითა და ერთობლივი აქტიური თანამშრომლობით, მომავალშიც გავაგრძელებთ ისეთი თანამედროვე სამედიცინო სერვისების დანერგვას, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის სრულად ხელმისაწვდომი იქნება,“ – განაცხადა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.
ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში 2016 წლიდან ასევე ტარდება ღვიძლის ტრანსპლანტაცია. დღემდე სამინისტროს დაფინანსებით ღვიძლის ტრანსპლანტაცია 51 პაციენტს ჩაუტარდა, რისთვისაც თითქმის 5 მილიონი ლარი გამოიყო. 2026 წელს აღნიშნული მომსახურებით 4-მა პაციენტმა ისარგებლა, ხოლო დაფინანსებამ 500 000 ლარი შეადგინა.
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  „ჩვენი მთავარი მიზანია, რომ აფხაზეთიდან დევნილმა მოსახლეობამ დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება მიიღოს“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights