ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
მთავარისამინისტროჯანდაცვის სამინისტრო თამარ იარაჯულის შვილის მკურნალობაზე: კონსილიუმის რეკომენდაციების თანახმად, საქართველოში სრულად ხელმისაწვდომია...

ჯანდაცვის სამინისტრო თამარ იარაჯულის შვილის მკურნალობაზე: კონსილიუმის რეკომენდაციების თანახმად, საქართველოში სრულად ხელმისაწვდომია სათანადო სამედიცინო რესურსი, რათა პაციენტს ჩაუტარდეს საჭირო მკურნალობა, ამასთან, თუ პაციენტის მკურნალობა საზღვარგარეთ დაიგეგმება, სამინისტრო მზად არის უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, რამდენადაც ამის შესაძლებლობას მოგვცემს მოქმედი კანონმდებლობა

თამარ იარაჯულის არასრულწლოვანი შვილის მკურნალობასთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, მან საჯაროდ ისაუბრა, სამინისტრო საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას აწვდის.

„საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთვის თითოეული პაციენტის ჯანმრთელობა და საუკეთესო ინტერესების დაცვა უმთავრესი პრიორიტეტია, მით უფრო, როდესაც საქმე არასრულწლოვანს ეხება. მხოლოდ და სწორედ ამ პრინციპით ხელმძღვანელობს უწყება მოცემულ შემთხვევაშიც.

პაციენტის მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრის მიზნით, სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა შესაბამისი დარგების წამყვან სპეციალისტებთან. ასევე, შეიკრიბა შესაბამისი კონსილიუმი, რომელშიც მონაწილეობდნენ ქვეყნის წამყვანი კლინიცისტები და ყველა შესაბამისი მიმართულების სპეციალისტი, რის საჭიროებაც ამ დრომდე გამოიკვეთა. სამინისტროს მხრიდან ითქვა იმის შესახებაც, რომ მომავალში, ნებისმიერი მსგავსი საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი სპეციალისტებისა და ექსპერტების ჩართულობა.

კონსილიუმის რეკომენდაციების თანახმად, საქართველოში არსებობს და სრულად ხელმისაწვდომია სათანადო სამედიცინო რესურსი, მათ შორის პროფესიული შესაძლებლობები, რათა პაციენტს საერთაშორისო კლინიკური პროტოკოლებისა და გაიდლაინების სრული დაცვით ჩაუტარდეს საჭირო მკურნალობა, მათ შორის – ქირურგიული ჩარევა საჭიროებისამებრ, ასევე – ყველა სხვა მხარდამჭერი მანიპულაცია. ამასთან, საუბარია არც თუ რთულ სამედიცინო პროცედურებზე, რომლის მსგავსიც ყოველდღიურად ტარდება, მაღალ დონეზე, საქართველოს არაერთ კლინიკაში.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კონსილიუმის შეფასებით, ქვეყანაში ხელმისაწვდომია ყველა აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ პაციენტმა მიიღოს მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.
ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის მკურნალობა საზღვარგარეთ დაიგეგმება, სამინისტრო მზად არის უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, რამდენადაც ამის შესაძლებლობას მოგვცემს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მომავალშიც განაგრძობს მოქმედებას მხოლოდ პაციენტის საუკეთესო ინტერესების, პროფესიული სამედიცინო შეფასებებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად”, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights