ტკბილი და ხილის გემოები, როგორიცაა კარამელი, მარწყვი და საზამთრო, ამცირებს თამბაქოსა და ნიკოტინის პროდუქტების საფრთხის აღქმას, ხელს უწყობს ექსპერიმენტების სურვილს, მოხმარების გაგრძელებას და დამოკიდებულების/მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებას.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არომატიზატორი, შესაძლოა, უსაფრთხო იყოს საკვებ პროდუქტებში გამოსაყენებლად, ეს არ ნიშნავს, რომ მათი ჩასუნთქვაც უსაფრთხოა.
მომხმარებლები არ უნდა იქცნენ იმ პროდუქტების საცდელ ობიექტებად, რომლებიც ნიკოტინზე დამოკიდებული ახალი თაობის ჩამოყალიბებისთვისაა შექმნილი.
მანიპულაცია ყველაზე ეფექტური მაშინაა, როცა შეუმჩნეველი რჩება.
თავს ნუ მოვიტყუებთ, ერთად გამოვააშკარავოთ ეს დაფარული ტაქტიკა.

