სამშაბათი, ივნისი 9, 2026
მთავარიშენი ექიმიდაფიქსირებულია 72 გარდაცვალების შემთხვევა - სახიფათო თამაშის ტრენდმა, რომლის დროსაც არასრულწლოვნები ერთმანეთს...

დაფიქსირებულია 72 გარდაცვალების შემთხვევა – სახიფათო თამაშის ტრენდმა, რომლის დროსაც არასრულწლოვნები ერთმანეთს გონებას მიზანმიმართულად აკარგვინებენ, მსოფლიო მოიცვა.

სახიფათო თამაშის ტრენდმა, რომლის დროსაც არასრულწლოვნები ერთმანეთს გონებას მიზანმიმართულად აკარგვინებენ, მსოფლიო მოიცვა.

ბავშვები ამ ბოროტ ხუმრობას მობილური ტელეფონებით იღებენ და სოციალურ ქსელებში ავრცელებენ.

ტრენდს, რომელსაც თამაშთან რეალურად არაფერი აქვს საერთო, უკვე ათობით მსხვერპლი და ასობით დაშავებული ჰყავს. მას სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელი აქვს. გამონაკლისი არც საქართველოა.

მოზარდების გარკვეული ჯგუფების ამ სახიფათო ინტერესის მძიმე შედეგებზე ექიმები საუბრობენ. თამაშს საქართველოშიც არაერთი დაზარალებული ჰყავს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ოფიციალური სტატისტიკის მიღმა რეალური მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, რადგან ბავშვები ხშირ შემთხვევაში ამ ბოროტი ხუმრობისა და მისი შედეგების შესახებ არაფერს ამბობენ.

„აშშ-ში დაფიქსირებულია 72 გარდაცვალების შემთხვევა. ეს არის სიკვდილთან თამაში და არავინ იცის გადარჩები თუ არა. სულ მინიმუმ 8 შემთხვევა იყო, რაც უკავშირდება სახიფათო თამაშს, აქედან 6 შემთხვევაში მცირეხნიანი
ჰოსპიტალიზაციის შემდეგ, მდგომარეობა სწრაფად გაუმჯობესდა და გაეწერნენ ბინაზე. ერთ შემთხვევაში იყო დაზიანებული სახის ძვლები და მეორე შემთხვევა უკვე მძიმე იყო, იქ რეანიმაციული ღონისძიებებიც დაგვჭირდა, ნეიროქირურგიული ოპერაციაც დაგვჭირდა. ეს არ არის უსაფრთხო, მხოლოდ გართობა, ეს არის
ძალიან მაღალი რისკის შემცველი „თამაში“, რომელსაც შეიძლება ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვეს.

გარკვეულ მომენტში ტვინი არ იღებს შესაბამისი რაოდენობის სისხლს, ჟანგბადს და ტვინის დაზიანების შესაძლებლობა ძალიან მაღალია და ნერვზე ზეწოლამ შესაძლოა გამოიწვიოს გულის ცემის მკვეთრი შემცირება და გულის გაჩერებაც კი. ამ თამაშის შემდეგ ვიღებთ თავის ტვინის, გულის დაზიანების და სიკვდილის რისკს“, – აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  ბაქტერია, რომელიც ღრძილებში ბუდობს - გულის რიტმის მოშლის მიზეზი შესაძლოა იდოს კბილებში
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights