პარასკევი, ივნისი 5, 2026
მთავარისამინისტრომიხეილ სარჯველაძე დიუშენის მკურნალობაზე: „განსხვავებული შეხედულებები არსებობდა იმასთან დაკავშირებით, რამდენი მტკიცებულება იყო...

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის მკურნალობაზე: „განსხვავებული შეხედულებები არსებობდა იმასთან დაკავშირებით, რამდენი მტკიცებულება იყო აუცილებელი იმისთვის, რომ მიღებული ყოფილიყო კონკრეტული გადაწყვეტილებები“

კარგად მესმის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩქარა გადაწყვეტილებების მიღება. აქაც დაბალანსებული უნდა იყოს მიდგომა – ერთი მხრივ დაყოვნება არ შეიძლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილებები გაუფრთხილებლად მივიღოთ, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დიუშენის სინდრომის მკურნალობის და ამ თემაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობის სპეციფიკის შესახებ.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ დასაწყისიდანვე პაციენტი ბავშვების მშობლების პოზიცია იყო, რომ გადაწყვეტილებები სწრაფად უნდა ყოფილიყო მიღებული.

„განსხვავებული შეხედულებები არსებობდა იმასთან დაკავშირებით, რამდენი მტკიცებულება იყო აუცილებელი იმისთვის, რომ მიღებული ყოფილიყო კონკრეტული გადაწყვეტილებები. დასაწყისიდანვე მშობლების პოზიცია იყო, რომ არ უნდა დაველოდოთ მტკიცებულებებს, არ უნდა გავარკვიოთ და გადაწყვეტილებები უფრო ნაჩქარევად, სწრაფად უნდა მივიღოთ.

ამასთან დაკავშირებით მე მაინც მგონია და ამ პოზიციაზე ვიყავი თავიდანვე, რომ გადაწყვეტილებების მიღებას სჭირდებოდა რა თქმა უნდა, მტკიცებულებები, რომლებმაც მოიყარა თავი და საბედნიეროდ, დღეს გვაქვს შესაძლებლობა, ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს გააზრებული და არა იმპულსური გადაწყვეტილებებია.

თუმცა, ვერც ერთ შემთხვევაში ვერც ერთ მშობელს ვერ დავადანაშაულებ, რომ მათ ეჩქარებოდათ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ეს აბსოლუტურად ბუნებრივია. მშობლებმაც კარგად იციან, ჯერ კიდევ 2024 წლიდან, რაც მათთან თანამშრომლობა და მუშაობა მაქვს, აბსოლუტურად თანაგრძნობით ვარ განწყობილი და კარგად მესმის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩქარა გადაწყვეტილებების მიღება. აქაც დაბალანსებული უნდა იყოს მიდგომა – ერთი მხრივ დაყოვნება არ შეიძლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილებები გაუფრთხილებლად მივიღოთ.

ბუნებრივია, რომ ურთიერთობების გამწვავების ფონზე გავაგრძელეთ მუშაობა და საზოგადოებას ვამყოფებდით საქმის კურსში. ბოლოს, როდესაც ჟენევაში ვიმყოფებოდი მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე, დაახლოებით 15 სახელმწიფოს ჯანდაცვის მაღალი თანამდებობის პირებთან, კლინიკურ სექტორთან მქონდა შეხვედრები. იქაც გამოიკვეთა გარკვეული შესაძლებლობები, მტკიცებულებები. ამის თაობაზე საზოგადოებასაც მივაწოდეთ ინფორმაცია. ამ მუშაობამ დიდწილად ხელი შეუწყო იმას, რომ გადაწყვეტილების მიღება გამხდარიყო შესაძლებელი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კითხვაზე, როდის არის მოსალოდნელი სამუშაო ჯგუფის მუშაობის პირველი შედეგი, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ეს ძნელი სათქმელია.

  „ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმის შედეგები და გამოწვევები“

„ეს რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ეს დამოკიდებული იქნება მათ შორის იმ ორგანიზაციებზე, რომლებთანაც გვექნება მოლაპარაკებები, კომუნიკაცია, კონსულტაციები და ამის მიხედვით გავაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ ვემზადებით ამ პროცესისთვის, რაც შეიძლება, სწრაფად. ამ დაავადებაზე მუშაობის დამახასიათებელი პრინციპია, რომ დაყოვნების გარეშე იქნება გადადგმული ყველა საჭირო ნაბიჯი. მხოლოდ გარკვეულ ნაბიჯებს შეიძლება, ობიექტურად სჭირდებოდეს წინასწარ გარკვეული მომზადება. ყველა ნაბიჯი დაყოვნების გარეშე იქნება გადადგმული თითოეული პაციენტის საკეთილდღეოდ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პროცესი ამავე დაკვირვებით, ყურადღებით წარიმართოს, ყოველგვარი რისკი იყოს გამორიცხული და მაქსიმალური იყოს სარგებელი, რომელსაც ბენეფიციარები მიიღებენ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებითან პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მშობლების მონაწილეობით, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights