კვირა, მაისი 24, 2026
მთავარისამინისტროდიუშენის მქონე პირების პროგრამა 100%-ით ფარავს ყველა კლინიკურ-ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევას, ელექტროკარდიოგრაფიას,...

დიუშენის მქონე პირების პროგრამა 100%-ით ფარავს ყველა კლინიკურ-ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევას, ელექტროკარდიოგრაფიას, ექოკარდიოსკოპიას, ჰოლტერ-მონიტორინგს, სპირომეტრიას, დენსიტომეტრიას, რენტგენსა და სხვა ანალიზებს – ეკატერინე შარაძე

„საქართველოში იშვიათი ნევრ-კუნთოვანი დაავადებების, მათ შორის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პირებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერისა და სამედიცინო სერვისების პაკეტი მნიშვნელოვნად გაფართოვდა“, — აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროა ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილემ განაცხადა.

ეკატერინე შარაძე აღნიშნავს, რომ იშვიათი დაავადებების მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უკვე ამოქმედდა ახალი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება. პაციენტს შესაძლებლობა აქვს წელიწადში ერთხელ სტაციონალური და ორჯერ ამბულატორიული მომსახურება მიიღოს. ეს ინიციატივა პაციენტებს სთავაზობს მულტიდისციპლინურ, სრულყოფილ სამედიცინო მეთვალყურეობას — ნევროლოგის, კარდიოლოგის, პულმონოლოგის, ენდოკრინოლოგის, ორთოპედის, გასტროენტეროლოგისა და ნუტრიციოლოგის კონსულტაციებს. ამასთანავე, პროგრამა 100%-ით, სრულად ფარავს ყველა საჭირო კლინიკურ-ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევას, მათ შორის ელექტროკარდიოგრაფიას, ექოკარდიოსკოპიას, ჰოლტერ-მონიტორინგს, სპირომეტრიას, დენსიტომეტრიას, რენტგენსა და სხვადასხვა სპეციფიკურ ანალიზებს.

ყველა მომსახურება დარგის სპეციალისტების, ექიმების მიერ მოწოდებული საჭიროებაა, რასაც სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ექიმებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ მშობლებიც და სხვა დაინტერესებული პირებიც. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი მშობლებთან გამართულ შეხვედრებზე წამოჭრილ საკითხებს მოიცავს.

მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ აღნიშნული კვლევები და ექიმების კონსულტაციები პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია ასაკის შეუზღუდავად. საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პროგრამა მხოლოდ 18 წლამდე ასაკის პირებზე ვრცელდება, სიცრუეა და არ შეესაბამება სიმართლეს— მულტიდისციპლინური მეთვალყურეობის სერვისით სარგებლობა სრულწლოვან პაციენტებსაც შეუძლიათ. „პროგრამის მთავარი მიზანია, იშვიათი ნევრ-კუნთოვანი დაავადებების მქონე პირებმა მიიღონ ყველა აუცილებელი სამედიცინო სერვისი და იყვნენ მუდმივი საექიმო მეთვალყურეობის ქვეშ, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ მდგომარეობას“, — აღნიშნავს ეკატერინე შარაძე. გარდა ამისა, დიუშენის დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, როგორც შშმ პირის სტატუსის მქონე მოქალაქეებისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში პრაქტიკულად სრულად ფინანსდება ყველა სხვა საჭირო სამედიცინო მომსახურება, რომელიც უშუალოდ ამ კონკრეტულ პროგრამაში არ შედის. სამედიცინო მომსახურების გარდა, სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს მედიკამენტურ მხარდაჭერასაც — დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე ბენეფიციარებისთვის , 2024 წლიდან ხელმისაწვდომია ესპანური წარმოების პრეპარატი დეფლაზაკორტი“.

  მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 77-ე სესიაზე სიტყვით გამოვა

ეს არის ამ დაავადების მართვისთვის მსოფლიოში აპრობირებული მკურნალობა, რომელსაც წამყვანი ქვეყნები ძირითად თერაპიულ საშუალებად იყენებენ. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში, რეფერალური პროგრამის მეშვეობით ხდება პაციენტების სხვადასხვა აუცილებელი სამედიცინო მომსახურებითა და სხვადასხვა მედიკამენტებით უზრუნველყოფა.ამ მიმართულებითაც გრძელდება პაციენტების სხვადასხვა საჭიროებების დაფინანსება. სამედიცინო მეთვალყურეობის პარალელურად, სახელმწიფო აქტიურად ზრუნავს პაციენტების ყოველდღიური ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზეც.

ღსანიშნავია, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის დასმისთანავე, 2025 წლიდან პაციენტებს ავტომატურად ენიჭებათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირის სტატუსი, რაც მათთვის სხვადასხვა მიზნობრივ პროგრამაში ჩართვის საფუძველი ხდება. ასეცე, პაციენტები იღებენ შშმ პირის სოციალურ პაკეტს: 18 წლამდე ასაკის პირები – 470 ლარის ოდენობით, ხოლო ზრდასრულები – 210-დან 470 ლარამდე ოდენობით. სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარები აქამდეც უზრუნველყოფილნი იყვნენ სხვადასხვა ტიპის დამხმარე საშუალებებით, მათ შორის ელექტროეტლებით. სულ ახლახან კი ამ დამხმარე საშუალებებს კიდევ ერთი სიახლე — პერსონალური ამწეები დაემატა. აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც პაციენტების, ისე მათი ოჯახების ყოველდღიურ ცხოვრებას და გაამარტივებს მოვლის პროცესს. ამასთანავე, ფიზიკური მდგომარეობის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის, დიუშენის დიაგნოზის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამით, რაც ამ დაავადების მართვის პროცესში ერთ-ერთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. ერთ- ერთი ასეთი გახლავთ სარეაბილიტაციო კლინიკა “კენ ვოლკერი” რომელოც მაღალი ხარისხის მრავალპროფილურ სარეაბილიტაციო მომსახურებას აწვდის როგორც ბავშვებს, ასევე მოზრდილბს”- განაცხადა ეკა შარაძემ.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights