„ამდენი აგრესია რეალურ პრობლემებზე რომ გადაგეტანათ, ბევრად კარგი იქნებოდა…“ ამის შესახებ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით აკრედიტებული კლინიკების რაოდენობა საქართველოში კვლავ ძალიან შეზღუდულია.
„ამდენი აგრესია რეალურ პრობლემებზე რომ გადაგეტანათ, ბევრად კარგი იქნებოდა… მაგალითად — ქვეყანაში ექთნების მძიმე დეფიციტზე, ჯანდაცვის სისტემის პრობლემებზე, ან იმაზე, რომ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით აკრედიტებული კლინიკების რაოდენობა საქართველოში კვლავ ძალიან შეზღუდულია. ამაზე რატომ არ საუბრობთ?!
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა — რატომ არ ვსაუბრობთ პრევენციაზე, ადრეულ დიაგნოსტიკაზე, რეაბილიტაციაზე, პალიატიურ ზრუნვაზე და იმ ოჯახების ყოველდღიურ მხარდაჭერაზე, რომლებიც სისტემის წინაშე ხშირად მარტო რჩებიან?!“ – წერს გიორგი ფხაკაძე.
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
„შენი ექიმის“ რედაქცია. „ამდენი აგრესია რეალურ პრობლემებზე რომ გადაგეტანათ, ბევრად კარგი იქნებოდა…“ – გიორგი ფხაკაძე [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 4]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2026/05/24/%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%92%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%a0-%e1%83%9e/
sheniekimi.ge
