მნიშვნელოვანი საქველმოქმედო ინიციატივა!
- რა დაავადებაა დიუშენის კუნთოვანი დისტროფია
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია არის იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომელიც ძირითადად ბიჭებს აზიანებს. ორგანიზმში სპეციალური ცილის (დისტროფინის) დეფიციტის გამო, კუნთები თანდათანობით სუსტდება და იშლება. ბავშვებს თავიდან უჭირთ სიარული და სირბილი, დროთა განმავლობაში კი გადაადგილების უნარს კარგავენ. ეს არის მძიმე, პროგრესირებადი სენი, რომელიც მუდმივ მკურნალობასა და მოვლას საჭიროებს.
2. რატომ გადავწყვიტე?
როგორც ექიმი, ყოველდღე ვხედავ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დროული დახმარება. თუმცა, არსებობს დაავადებები, რომლებსაც მხოლოდ სამედიცინო რეცეპტებით ვერ ვებრძვით – მათ საზოგადოების ერთიანობა სჭირდებათ.
გადავწყვიტე, ჩემი პროფესიული საქმიანობა და პოდკასტი გამოვიყენო პლატფორმად იმ ბავშვების დასახმარებლად, რომლებიც დიუშენის სინდრომს ებრძვიან. ივნისის თვეში ყოველი პაციენტისგან მიღებული თანხის 10%-ის ფონდში გადარიცხვა არის ჩემი და ჩემი პაციენტების ერთობლივი წვლილი ამ პატარების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად. ჩვენ ერთად შეგვიძლია შევცვალოთ ცხოვრება.
3.ეს საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა, ჩვეულებრივი მოქალაქისთვის რამდენად ხართ მზად ამ გამოწვევისთვის?
დიახ, საპასუხისმგებლო და ხმამაღალი განაცხადია ჩვეულებრივი მოქალაქისთვის, მაგრამ თავს არ დავზოგავ და რაც ვთქვი, აუცილებლად გავაკეთებ. მე მოვიკლებ და ამ მებრძოლ ბავშვებს დავეხმარები , ეს ჩემი წილი პასუხისმგებლობაცაა ჩემთვის ეს არ არის უბრალოდ „კამპანია“ – ეს არის გადაწყვეტილება, ვიბრძოლო იმ პატარებისთვის, რომლებსაც ჩვენი იმედი აქვთ.
4.რა არის თქვენი, როგორც ექიმის და პოდკასტერის, მთავარი მიზანი ამ ივნისის თვეში?
ფინანსურ მხარდაჭერაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაა. მინდა, ჩემი პროფესიული სივრცე და პოდკასტი გამოვიყენო პლატფორმად, რათა ხმამაღლა ვისაუბროთ ამ იშვიათ დაავადებაზე. ამ ბავშვებმა და მათმა მშობლებმა უნდა იგრძნონ, რომ მარტონი არ არიან ამ ბრძოლაში. ჩემი მიზანია, ივნისის ბოლოს უფრო მეტი სოლიდარული ადამიანი შემოგვიერთდეს, რადგან ერთად მართლაც შეგვიძლია შევცვალოთ სიცოცხლე.

