ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე საქართველოში არსებული სავალალო მდგომარეობის შესახებ წერს, რომელიც ახალგაზრდებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასა და ფატალურად დასრულებულ შემთხვევებს ეხება.
- “წარმოდგენაც კი მიჭირს, რა რაოდენობის ნარკოტიკი ტრიალებს დღეს ამ ქვეყანაში, წარმოუდგენელი რამ ხდება“
“დღეს ერთი კაცის პოსტი შემხვდა, თავის 22 წლის გარდაცვლილ შვილიშვილზე წერს. იქვე აღნიშნავს, რომ იმავე ღამეს კიდევ 5 ახალგაზრდა გარდაიცვალა იმავე მიზეზით, და ითხოვს ოფიციალურ სტატისტიკას ზედოზირების შემთხვევებზე ქვეყანაში.
ჩვენ, სპეციალისტებიც, ამასვე ვითხოვთ – რა მასშტაბისაა პრობლემა და კონკრეტულად რომელი ნარკოტიკებით ხდება ზედოზირება.
მაგრამ ამაოდ… კიდევ რა უნდა მოხდეს?!
გააგრძელეთ ასე თქვენი “წარმატებული რეფორმა“ და დავკარგავთ კიდევ უამრავ ახალგაზრდას. წარმოდგენაც კი მიჭირს, რა რაოდენობის ნარკოტიკი ტრიალებს დღეს ამ ქვეყანაში – წარმოუდგენელი რამ ხდება.
კარგი, ჩვენ არ გვისმენთ, მაგრამ ნუთუ ერთი ჭკვიანი ადამიანიც არ გყავთ, ვინც რამეს გირჩევთ?!
ნამდვილად საგანგაშო მდგომარეობაა. ნალოქსონი ქსელებში არ არის, ვერ იშოვი. ზიანის შემცირების პროგრამებს ხურავთ…
რა ვიცი, გააგრძელეთ ასე, სანამ “კრაკადილი”, “ჯეფი“ და “ბიო“ ნუ მეტადონზე და მეფედრონზე და ალფა ხომ ყრია და სანამ საბოლოოდ არ წაიღებს ამ ქვეყანას. ისედაც წყალწაღებულები ვართ,“ – წერს ზურაბ სიხარულიძე.

