ჩემი 14 წელის პაციენტის თანხმობით გიზიარებთ საინტერესო ისტორიას,რომელიც დაკავშირებულია ე.წ შილაკის გამოყენებასთან. გთხოვთ რომ გააზიაროთ ვიდეო
დერმატოლოგი, ვერიკო აბრალავა სოციალურ ქსელში მშობლების თანხმობით, 14 წლის გოგონას ისტორიას გვიზიარებს, სადაც მოზარდი გვიამბობს, თუ რა პრობლემები შეუქმნა მის ჯანმრთელობას ე.წ-ლი შილაკის გამოყენებამ.
სილურჯე, გამონაყარი, დაზიანებული ფრჩხილები, თითების დეფორმაცია – ეს ის ჩამონათვალია, რაც მოზარდს „შილაკის“ გაკეთების შემდეგ განუვითარდა.
„მქონდა ტკივილები, სამწუხაროდ ერთი „შილაკის“ გამო მომიწევს, რომ რენტგენებზე ვიარო და ვიმკურნალო თითებზე..” – ამბობს 14 წლის გოგონა.
დერმატოლოგი საზოგადოებას მიმართავს, არ გაიმეორონ იგივე შეცდომა და განსაკუთრებით ამ ასაკში არ მიმართონ ამ პროცედურას:
„არ გაიმეოროთ იგივე შეცდომა თქვენ, არც ერთ ასაკში, თუმცა განსაკუთრებით ამ ასაკში ეს პროცედურა არ არის სასარგებლო, რადგან ამ ასაკში ძვლის ზრდაც კი არ არის დასრულებული და შესაძლოა განვითარდეს ასეთი ტიპის პრობლემები“ – ამბობს დერმატოლოგი.
გთხოვთ რომ გააზიაროთ ვიდეო

