საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დემოგრაფიული მდგრადობის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო მინისტერიალის ფარგლებში, ჩრდილოეთ მაკედონიის სოციალური პოლიტიკის, დემოგრაფიისა და ახალგაზრდობის მინისტრთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს გამოწვევებზე და იმ პოლიტიკურ მიდგომებზე, რომლებიც მიზნად ისახავს სოციალური სისტემების გაძლიერებასა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოჯახზე ორიენტირებულ პოლიტიკას, ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამებსა და შრომის ბაზრის თანამედროვე ტენდენციებს. ასევე განხილეს სოციალური დაცვის სისტემების მდგრადობის საკითხი და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა დემოგრაფიული პოლიტიკის ეფექტიანობის გასაძლიერებლად.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გააღრმაონ თანამშრომლობა.

