დერმატოლოგი, ვერიკო აბრალავა სოციალურ ქსელში კანის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეს ეხმაურება და წერს, რომ კანის ერთ-ერთი გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა კანის ბრტყელუჯრედული სიმსივნე.
დერმატოლოგი საზოგადოებას რეკომენდაციით მიმართავს:
„მაისი კანის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა!
კანის დაცვა სიცოცხლეს იცავს
კანის ერთ-ერთი გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა კანის ბრტყელუჯრედული სიმსივნე. ის ვითარდება კანის ზედაპირული უჯრედებიდან და ხშირად დაკავშირებულია მზის ულტრაიისფერ (UV) სხივებთან ხანგრძლივ ზემოქმედებასთან.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? – ხანგრძლივად მოუშუშებელი ჭრილობა; ქერცლიანი ან გამკვრივებული ლაქა
მეჭეჭის მსგავსი წარმონაქმნი; სისხლმდენი ან მტკივნეული კანის უბანი;
რისკ-ფაქტორები: მზეზე ხშირი ყოფნა და დამწვრობები; სოლარიუმის გამოყენება; ღია ფერის კანი; ასაკი და იმუნური სისტემის დაქვეითება;
როგორ დავიცვათ თავი?
გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი ყოველდღიურად (SPF 30+); მოერიდეთ მზის პიკურ საათებს (12:00–16:00)
ატარეთ ქუდი და დამცავი ტანსაცმელი; რეგულარულად შეამოწმეთ კანი და საეჭვო ცვლილებისას მიმართეთ ექიმს
დროული დიაგნოზი უმნიშვნელოვანესია — ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობა საკმაოდ ეფექტურია”,- წერს აბრალავა.

