ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
მთავარისამინისტრომიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე: ეს საკითხი აუცილებლად საჭიროებს ყოველმხრივ შეფასებას. ამით...

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე: ეს საკითხი აუცილებლად საჭიროებს ყოველმხრივ შეფასებას. ამით არის დაკავებული დღეს ევროპის არაერთი სახელმწიფო კი არა, პრაქტიკულად, ყველა სახელმწიფო

„ეს საკითხი აუცილებლად საჭიროებს ყოველმხრივ შეფასებას. ამით არის დაკავებული დღეს ევროპის არაერთი სახელმწიფო კი არა, პრაქტიკულად, ყველა სახელმწიფო, რომლისთვისაც თანაბრად აქტუალურია, რა თქმა უნდა, ეს საკითხი.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნათქვამს – არც ერთი თანხა არ იქნება დაზოგილი და არ დაგვახევინებს უკან, როდესაც საუბარია რეალურად არსებულ, უსაფრთხო და ეფექტიან სამკურნალო საშუალებაზე“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის საკითხზე.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საკითხის შესწავლა მეცნიერულ, დასაბუთებულ და სანდო წყაროებზე დაყრდნობით უნდა ხორციელდებოდეს და მაგალითად ევროპული ქვეყნების გამოცდილება მოიყვანა.

„შესწავლისა და შეფასების პროცესი სერიოზული საკითხია და საჭიროებს სიღრმისეულ ანალიზს. გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს სპეციალისტების ჩართულობით და სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით. ბუნებრივია, ამ საკითხის განხილვისთვის არ კმარა, მაგალითად, რომელიმე დეპუტატის მხრიდან მაისურზე წარწერის გაკეთება.

წარმატებულ შემთხვევებს რაც შეეხება, ჩვენ, მათ შორის, პარლამენტში კონკრეტულად წყაროებზე დაყრდნობით წარმოვადგინეთ ინფორმაცია, მაგალითად, ცალკეული ფატალური შემთხვევებისა და რისკების შესახებ.

ანალოგიური მდგომარეობისა და დილემების წინაშე დგას ევროპის არაერთი ქვეყანა, მათ შორის, შვედეთი. გვაქვს კომუნიკაცია იქ არსებულ საუნივერსიტეტო ბაზებთან. დღეს შვედეთში არსებული ჯანდაცვის პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ იმ მედიკამენტს, რომელიც ჩვენი, ქართული სისტემითაც არის გათვალისწინებული. არაფერზე მეტზე გადაწყვეტილება მიღებული არ გახლავთ და, რა თქმა უნდა, შვედეთი არ არის ის სახელმწიფო, რომელზეც შეიძლება ვინმე დაეჭვდეს, რომ ან თანხა ენანება, ან ნაკლებად სოციალურია, ან ნაკლებად ემპათიური.

შვედეთმაც იცის, რა თქმა უნდა, მონაყოლი და ნაამბობი ისტორიები წარმატებული მკურნალობის შესახებ, მაგრამ ამ წარმატებაში ესეც გავითვალისწინოთ, რომ ჯერ არ არის დადასტურებული, მედიკამენტების წვლილია ამაში მონაწილე, რეაბილიტაციის სერვისები, მულტისექტორული ჯგუფის ჩართულობა თუ სხვა. ამიტომაც ვამბობ, რომ ეს არ არის პრიმიტიული და მარტივად გადასაწყვეტი საკითხი, ამას აუცილებლად სჭირდება სიღრმისეულად კარგად გაანალიზება, თორემ, რასაკვირველია, ჩემთვის გასაგებია ის ემოციაც, ის ტკივილიც, ის მძიმე ვითარებაც, რომელიც არსებობს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ გვაძლევს საშუალებას, რომ დაუფიქრებლად მივიღოთ გადაწყვეტილებები“, – განაცხადა მინისტრმა.

  ჯანდაცვის მინისტრი ფარმაბიზნესს მიმართავს - „სახელმწიფოს რეაგირება ყოველთვის იქნება პრინციპული და მკაცრი იქნება“

მიხეილ სარჯველაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სამინისტროს კარი ყველა დაინტერესებული პირისთვის ღიაა და მზად არიან – ნებისმიერ ადამიანს საკითხზე სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights