იცით, როგორ და საიდან გაჩნდა ულტრაბგერითი კვლევა — ექოსკოპია?
ექიმი-რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში ისტორიული ფოტოს გვიზიარებს
ისტორიული ფოტო — დასავლეთ საქართველოში ექოსკოპიის პირველი აპარატი – სოხუმის სამშობიარო სახლში ვანო მგალობლიშვილი.
იცით როგორ და საიდან გაჩნდა ულტრაბგერითი კვლევა ექოსკოპია ისტორიული ფოტო | sheniekimige
იცით, როგორ და საიდან გაჩნდა ულტრაბგერითი კვლევა — ექოსკოპია?
თანამედროვე მედიცინა ექოსკოპიური კვლევის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. საქართველოში ეს ტექნოლოგია 80-იან წლებში გავრცელდა და ერთ-ერთი პირველი ექიმი, ვინც ამ მიმართულებით დაიწყო მუშაობა, იყო ვანო მგალობლიშვილი.
ექოსკოპიის ისტორია კი მედიცინაში არ დაწყებულა. თავდაპირველად ულტრაბგერას იყენებდნენ ნაოსნობასა და სამხედრო ნავიგაციაში — სონარის ტექნოლოგიაში, რომელიც განვითარდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში.
მისი მუშაობის პრინციპი ასეთია: ულტრაბგერითი ტალღა ეჯახება ობიექტს, აირეკლება და ბრუნდება უკან — ამ გზით ხდებოდა წყალქვეშა ობიექტების, მათ შორის წყალქვეშა ნავებისა და თევზის დიდი გუნდების აღმოჩენა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ იგივე პრინციპი შეიძლებოდა გამოყენებულიყო ადამიანის სხეულის გამოსაკვლევად — და ასე დაინერგა ულტრაბგერა მედიცინაში.
საინტერესოა, რომ სანაოსნო ტექნოლოგიებით შთაგონებული ეს იდეა ვანოს ჯერ კიდევ მანამდე ჰქონდა, სანამ მედიცინაში ექოსკოპიის აპარატები გაჩნდებოდა — ამ თემაზე ჩანახატებიც კი აქვს გაკეთებული.
როდესაც მოგვიანებით ექოსკოპიის აპარატები გაჩნდა, მისთვის ეს უკვე ნაცნობი იდეა იყო, ამიტომაც ერთ-ერთი პირველი გახლდათ, ვინც იგი პრაქტიკაში დანერგა.
დღეს ექოსკოპია რუტინული და შეუცვლელი მეთოდია, მაგრამ მის უკან დიდი ისტორია და ადამიანები დგანან, მათ შორის — ჩემი ძმა, ვანო მგალობლიშვილი“
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
Dr. Giorgi Pkhakadze. იცით, როგორ და საიდან გაჩნდა ულტრაბგერითი კვლევა — ექოსკოპია? – ისტორიული ფოტო… [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 25]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2026/05/05/%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a9%e1%83%9c/
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515