ორშაბათი, მაისი 4, 2026
მთავარიშენი ექიმი„ფრჩხილების კვნეტა - ბევრ მშობელს უბრალო, უწყინარ ჩვევად ეჩვენება“ - პედიატრის ეს...

„ფრჩხილების კვნეტა – ბევრ მშობელს უბრალო, უწყინარ ჩვევად ეჩვენება“ – პედიატრის ეს გაფრთხილება აუცილებლად გაითვალისწინეთ

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს ბავშვებში გავრცელებული ჩვევის – ფრჩხილების კვნეტის შესახებ მნიშვნელოვან რჩევას უზიარებს.

ფრჩხილების კვნეტა – ბევრ მშობელს უბრალო, უწყინარ ჩვევად ეჩვენება, რომელსაც ბავშვი თავისით გადაეჩვევა, მაგრამ ხშირად, ეს პატარა ადამიანის ჩუმი ენაა, რომლითაც ის საკუთარ ემოციებს გვიყვება.
ბავშვი ფრჩხილებს იკვნეტს არა იმიტომ, რომ ასე უნდა – არამედ იმიტომ, რომ რაღაც ვერ თქვა. შფოთვა, დაძაბულობა, მოწყენილობა, კონცენტრაციის მცდელობა, ეს ყველაფერი შეიძლება ამ ქცევის უკან იდგეს. ხშირად ეს ჩვევა ჩნდება მაშინ, როცა ბავშვის ცხოვრებაში ცვლილებები ხდება-ახალი გარემო, ახალი ადამიანები, ან უბრალოდ ის პერიოდი, როცა პატარა გულში ემოციები ერთდროულად გროვდება.

ამ ქცევას მედიცინაში Onychophagia ეწოდება და მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მსუბუქად აღიქმება, ხანგრძლივად შეიძლება გარკვეული გართულებებიც გამოიწვიოს. დაზიანებული კანი ფრჩხილის ირგვლივ ხშირად ხდება ინფექციის კარიბჭე ვითარდება ანთება, ჩირქოვანი პროცესებიც კი. ხელებიდან პირში მოხვედრილი მიკრობები ზრდის კუჭ-ნაწლავის ინფექციების რისკს, ბავშვებში კი პარაზიტული ინფექციებიც არ არის იშვიათი. დროთა განმავლობაში შეიძლება დაზიანდეს კბილების მინანქარი და შეიცვალოს ფრჩხილის ფორმაც.
და მაინც-ყველაზე ხშირად მშობლები სვამენ კითხვას:
“ნუთუ ეს ვიტამინების ნაკლებობის ნიშანია?” სიმართლე ის არის, რომ უმეტეს შემთხვევაში-არა.

ფრჩხილების კვნეტა იშვიათად არის დაკავშირებული მიკროელემენტების დეფიციტთან. მართალია, ზოგჯერ შეიძლება თან ახლდეს რკინადეფიციტური ანემია,მაგრამ ასეთ დროს სხვა ნიშნებიც აუცილებლად იჩენს თავს-სიფერმკრთალე, დაღლილობა, თმის ცვენა. მხოლოდ ეს ჩვევა არასდროს არის საკმარისი მიზეზი, რომ დეფიციტზე ვიფიქროთ.

რაც უფრო მეტად ვამახვილებთ ყურადღებას ამ ქცევაზე, ვუყვირით ან ვსჯით ბავშვს, მით უფრო ვაძლიერებთ მას. რადგან ბავშვისთვის ეს უკვე მხოლოდ ჩვევა აღარ არის-ეს ხდება მისი “დაცვა”, გზა, რომლითაც ის საკუთარ ემოციებს უმკლავდება.

მნიშვნელოვანია გავიგოთ – ფრჩხილების კვნეტა არ არის ცუდი აღზრდის შედეგი. ეს არის სიგნალი.სიგნალი, რომ ბავშვს სჭირდება მეტი სიმშვიდისთვის,მეტი უსაფრთხოებისთვის და თავდაცვისთვის!!! რა შეგვიძლია გავაკეთოთ?არ დავაძალოთ,არ დავსაჯოთ.არ გავამახვილოთ ზედმეტი ყურადღება.ამის ნაცვლად დავაკვირდეთ, როდის და რატომ იკვნეტს ფრჩხილებს, შევთავაზოთ ალტერნატივა (პლასტილინი, ხატვა, პატარა სათამაშო ხელში) და რაც მთავარია -შევამციროთ მისი შფოთვის წყაროები.ხშირად, როცა ბავშვის ემოციური მდგომარეობა სტაბილურდება, ეს ჩვევაც ნელ-ნელა ქრება.როდესაც ბავშვი ფრჩხილებს იკვნეტს, ის უბრალოდ ცდილობს გაუმკლავდეს იმას, რასაც სიტყვებით ვერ გადმოსცემს!!!“ – წერს პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში.

  „ზიანდება ღვიძლი და მისი ფუნქციები და მთელი ორგანიზმისათვის ონკოლოგიური რისკები იზრდება - ჯანმრთელობის რისკის ფასად მირთმეული პროდუქტია...”
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights