ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026
მთავარიUncategorized„თითქოსდა რომელიმე მშობლისთვის მითქვამს, რომ თუ 5 წელზე ნაკლები სიცოცხლე აქვს ვინმეს...

„თითქოსდა რომელიმე მშობლისთვის მითქვამს, რომ თუ 5 წელზე ნაკლები სიცოცხლე აქვს ვინმეს დარჩენილი, მას წამალი არ ეკუთვნის, ესეც მომაწერეს. მსგავსი რამ არასდროს გვითქვამს“-მიხეილ სარჯველაძე

ჩემი მიზანი და სურვილია მშობლებთან ერთად ვიმუშაოთ – მივიღოთ ყველა კითხვაზე პასუხი და გავაუმჯობესოთ მკურნალობის ეფექტიანობა პაციენტებისთვის. ამაზე სამინისტრო მუშაობას განაგრძობს, ეს არ დაწყებულა დღეს, ეს საკმაოდ დიდი ხნით ადრეა დაწყებული – მანამ, ვიდრე აქ მჯდომი, ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელი ამ საკითხით დაინტერესდებოდა, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო მუშაობას აგრძელებს შედეგისთვის და არა პოლიტიკური ქულების დასაწერად.

„მთელი ოპოზიცია გულშემატკივრობს, რომ რამენაირად მშობლები იდგნენ ქუჩაში და არაფერი გაკეთდეს. ეს მათ აწყობთ და, ნებსით თუ უნებლიედ, ამ საქმეს ბინძურად ემსახურებიან, რადგან ამაზე ცდილობენ პოლიტიკური დივიდენდების დაგროვებას.
ამის უფლებას ვერავის მივცემთ და ამიტომაც სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას შედეგისთვის და არა პოლიტიკური ქულების დასაწერად.

მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც, რეალურად, გულშემატკივრობენ და თანაუგრძნობენ ამ ხალხს და ვსაუბრობ, უპირველესად, მათთვის, რადგან მათ რიგებში ვართ ჩვენც. სამინისტროში მანამდე დავინტერესდით, დავიწყეთ საკითხის შესწავლა და მუშაობა, როდესაც ეს საკითხი არავის ინტერესის სფეროში არ ხვდებოდა, უშუალოდ პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების გარდა.

ბევრისთვის, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის, სანამ დაავადების სახელიც ცნობილი გახდებოდა, მოიკითხეთ რამდენჯერ გაიმართა შეხვედრა, რომელიც, რა თქმა უნდა, იყო მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გამონახულიყო ნამდვილი საშუალება თითოეული პაციენტის დახმარებისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძე გამოეხმაურა სამინისტროს პოზიციის დამახინჯებულად წარმოჩენის მცდელობებსა და მისთვის ისეთი განცხადებების მიწერას, რაც, რეალურად, არ გაკეთებულა.

„ამ დღეების განმავლობაში ბევრი არასწორი ინფორმაცია და ინტერპრეტაცია გავრცელდა. მე უნდა გამოვიყენო ეს ტრიბუნაც და უნდა ვცადო, რომ პარლამენტს და საზოგადოებას ვუთხრა სიმართლე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ.

ისეთებზე არ ვისაუბრებ ბევრს, რომ თითქოსდა რომელიმე მშობლისთვის მითქვამს, რომ თუ 5 წელზე ნაკლები სიცოცხლე აქვს ვინმეს დარჩენილი, მას წამალი არ ეკუთვნის, ესეც მომაწერეს. მსგავსი რამ არასდროს გვითქვამს არც მე და არც რომელიმე ჩვენს თანამშრომელს შეხვედრებისას, არც გვიფიქრია და ვაცხადებ ამას სრული პასუხისმგებლობით. ეს არის, უბრალოდ, ტყუილი. მეტს აქ ვერაფერს დავამატებ.

  სამწვერა ნერვის ნევრალგიის შესახებ კლინიკა “ინოვა”-ს ნეიროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი საუბრობს

იგივე ითქმის იმასთან დაკავშირებითაც, რომ თითქოსდა მხოლოდ ფასებზე ვსაუბრობდით მშობლებთან შეხვედრების დროს. არა, მსგავსიც არაფერი ყოფილა. ჩვენთვის მედიკამენტის ფასი არც პირველ და არც მეორეხარისხოვან საკითხთა რიგს არ მიეკუთვნება, თუმცა მარკეტინგულ მაღალ ინტერესს კი განაპირობებს მათთვის, ვინც ამაზე ხელის მოთბობას ცდილობს. დიახ, როდესაც ათეულობით და ასეულობით მილიონ ლარზეა საუბარი, ეს აისახება მარკეტინგის აგრესიულობაზეც“, – განაცხადა მინისტრმა.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights