ორშაბათი, აპრილი 27, 2026
მთავარიშენი ექიმი„ახალშობილის მოვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ჭიპლარის ნარჩენის მართვა“ - არის თუ...

„ახალშობილის მოვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ჭიპლარის ნარჩენის მართვა“ – არის თუ არა აუცილებელი მუდმივი დამუშავება ან სხვადასხვა ანტისეპტიკის გამოყენება,

ექიმი პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მშობლებისთვის სასარგებლო რჩევას გვიზიარებს

ახალშობილობის პერიოდი არის სიცოცხლის პირველი და ყველაზე ნაზი ეტაპი-დაბადებიდან სიცოცხლის 28-ე დღემდე, როდესაც ბავშვი ახალ გარემოს ეჩვევა და მისი ორგანიზმი ინტენსიურად გადადის საშვილოსნოს გარეთა ცხოვრებაზე. ეს დრო ერთდროულად სავსეა სიხარულით, შფოთვით და პასუხისმგებლობით, ამიტომ ოჯახის მზადყოფნა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად სამედიცინო ასპექტები. ბავშვის სახლში მოსვლამდე საჭიროა შეიქმნას მშვიდი, სუფთა და უსაფრთხო გარემო -ოთახი უნდა იყოს კარგად განიავებული, ტემპერატურა დაახლოებით 20-22 გრადუსი, საწოლი მყარი ზედაპირით და ზედმეტი ნივთების გარეშე. არანაკლებ მნიშვნელოვანია ემოციური მზადყოფნაც -ახალშობილი ყველაზე მეტად რეაგირებს დედის ხმაზე, სითბოზე და შეხებაზე, ამიტომ ოჯახში სიმშვიდე და მხარდაჭერა მისი ადაპტაციის მთავარი საფუძველია.
ახალშობილის მოვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ჭიპლარის ნარჩენის მართვა. თანამედროვე რეკომენდაციებით, ჭიპი საჭიროებს სისუფთავეს და სიმშრალეს -არ არის აუცილებელი მუდმივი დამუშავება ან სხვადასხვა ანტისეპტიკის გამოყენება, თუ არ არის ინფექციის ნიშნები. საკმარისია მისი სუფთა და მშრალ მდგომარეობაში შენარჩუნება, საფენის ისე დაფიქსირება, რომ ჭიპი არ დაიფაროს და ჰაერი თავისუფლად მიეწოდოს. ჩვეულებრივ, ჭიპის ნარჩენი თავისით სცილდება 7-14 დღის განმავლობაში. სიწითლე, შეშუპება, უსიამოვნო სუნი ან გამონადენი არის ის ნიშნები, როდესაც აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
კვება ახალშობილობის პერიოდში წარმოადგენს სიცოცხლის საფუძველს და საუკეთესო არჩევანი არის ძუძუთი კვება. რეკომენდებულია ბავშვის კვება მოთხოვნის მიხედვით, რადგან მისი რიტმი ინდივიდუალურია და არა საათობრივად განსაზღვრული. შიმშილის ადრეული ნიშნებია მოუსვენრობა, ტუჩების მოძრაობა, ხელის პირში ჩადება, ხოლო ტირილი უკვე გვიანი სიგნალია. ძუძუთი კვება არ არის მხოლოდ საკვები -ის არის იმუნური დაცვა, ემოციური კავშირი და ბავშვის ნერვული სისტემის დამშვიდების ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი,დედასთან ურთიერთობის სურვილით ბავშვი ხშირად ითხოვს ძუძუს,რასაც ხშირად შეცდომაში შევყავართ,გვაფიქრებინებს რომ არ ყოფნის ბავშვს დედის რძე და ვამატებთ ხელოვნურ ნარევს,რაც უდიდესი შეცდომაა,კვების დამატების საკითხს წყვეტს მხოლოდ ექიმი ბავშვის ფიზიკური და ფსქო-მოტორული განვითარების შეფასების შემდეგ!!!ხელოვნური კვების შემთხვევაში მნიშვნელოვანია სწორი დოზირება, ჰიგიენის დაცვა და ბავშვის რეაქციებზე დაკვირვება.
მოვლის ყოველდღიური ნაწილი მოიცავს კანის ნაზ ჰიგიენას და დაბანას -ახალშობილის ყოველდღიური აბაზანა სავალდებულო არ არის, თუმცა ბევრი ბავშვისთვის ის დამამშვიდებელი რიტუალია. წყლის ტემპერატურა უნდა იყოს დაახლოებით 36-37 გრადუსი,პროცესი კი-მოკლე და მშვიდი. ჩაცმისას მთავარი პრინციპია კომფორტი და ადეკვატურობა გარემოსთან -ბავშვს არ სჭირდება ზედმეტი გადახურება; ხშირად ვხელმძღვანელობთ მარტივი წესით: ერთი ფენით მეტი, ვიდრე მოზრდილს აცვია. გადაცხელება ისეთივე არასასურველია, როგორც გაცივება.
ჰაერზე გაყვანა შესაძლებელია სიცოცხლის პირველივე დღეებიდან, თუ ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. სუფთა ჰაერი ხელს უწყობს როგორც ძილს, ისე საერთო კეთილდღეობას. მნიშვნელოვანია ამინდის შესაბამისად ჩაცმა და ხანგრძლივობის ეტაპობრივი გაზრდა.
ახალშობილობის პერიოდში ხშირია კოლიკა-ინტენსიური, უმიზეზო ტირილის ეპიზოდები, რომლებიც განსაკუთრებით საღამოს საათებში იჩენს თავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მდგომარეობა მშობლისთვის ძალიან დამღლელია, უმეტეს შემთხვევაში ის ფუნქციურია და დროებითია. ამ დროს მნიშვნელოვანია ბავშვის დამშვიდების მეთოდები -ჩახუტება, რწევა, თბილი კონტაქტი, ზოგჯერ მუცელზე მსუბუქი მასაჟიც. კოლიკა არ ნიშნავს დაავადებას, მაგრამ საჭიროებს მოთმინებას და მხარდაჭერას.
საბოლოოდ, ახალშობილის მოვლა არ არის მხოლოდ წესებისა და რეკომენდაციების ერთობლიობა-ეს არის პროცესი, სადაც მშობელი სწავლობს საკუთარ შვილს, ეჩვევა მის რიტმს და ქმნის მასთან პირველ, ყველაზე ძლიერ კავშირს.
ახალშობილი არ ითხოვს სრულყოფილ გარემოს -მას სჭირდება სიმშვიდე სიყვარული, რომელიც მის ზრდას ნაზად და უსაფრთხოდ გაუძღვება“ “ –  წერს ინგა მამუჩიშვილი.
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  „კანზე ნახეთქის გაჩენას უპირველესად ელასტიურობის დაქვეითება იწვევს"
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights