დუშენის კუნთოვანი დისტროფია — ფაქტები, რომლებიც უნდა იცოდეთ.
წამალი უნდა იყოს რეგისტრირებული ევროკავშირში, – განუცხადა „იმედის კვირას“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ, დიუშენის მკურნალობასთან დაკავშირებულ მედიკამენტებზე საუბრისას.
ფხაკაძის თქმით, არამარტო წამლის რეგისტრაცია, არამედ ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზაც უნდა იყოს შესაბამისად აღჭურვილი, რომ როდესაც იქნება გართულება, შესაძლებელი იყოს მართვა.
„წამალი უნდა იყოს რეგისტრირებული ევროკავშირში. წამლის რეგისტრაციის გარდა, ასევე ჩვენი ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზაც უნდა იყოს შესაბამისად აღჭურვილი, რომ როდესაც იქნება გართულება, ჩვენ შევძლოთ, რომ ვმართოთ. ორი გარდაცვალება ვნახეთ შეერთებულ შტატებში და არამარტო – სხვა ქვეყნებშიც უკვე ძალიან დიდი გართულებებია – ეს რომ ავარიდოთ. თუ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მივცეთ წამალი, რომელსაც ვიცით, რომ აქვს გართულებები, ამ გართულებებისთვის მზად უნდა ვიყოთ. უნდა მოვემზადოთ და როდესაც ვიქნებით მზად, მაშინ შეიძლება მივიღოთ გადაწყვეტილება ამ საკმაოდ რთული თერაპიების განხორციელებაში“, – აღნიშნა მან.

