პარასკევი, მაისი 8, 2026
მთავარისხვა-ამბებიმამაკაცმა უეცრად გონება დაკარგა და სუნთქვა შეაჩერა - ოჯახის წევრებმა ჩათვალეს, რომ...

მამაკაცმა უეცრად გონება დაკარგა და სუნთქვა შეაჩერა – ოჯახის წევრებმა ჩათვალეს, რომ მამაკაცი გარდაიცვალა“

სასწრაფო დახმარების ბათუმის რაიონული სამსახურის პირველი ბრიგადა გამოძახებიდან ბრუნდებოდა, როდესაც ახალი შეტყობინება მიიღეს – “ტკივილი გულმკერდის არეში”.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი შენი სიცოცხლის გადასარჩენად ავრცელებს.
ექიმის, ირა თავართქილაძის გადმოცემით, ადგილზე მისულებს შუახნის მამაკაცი გულმკერდის არეში მწვავე ტკივილით და აფორიაქებული დახვდათ.
ბრიგადის წევრების მიერ სწრაფად შეფასდა ჰემოდინამიკური მაჩვენებლები და კარდიოგრამის გადაღებისას მიოკარდიუმის ინფარქტი დაფიქსირდა. შესაბამისი სამედიცინო დახმარებისა და ჰოსპიტალიზაციისთვის მზადებების პროცესში, მამაკაცმა უეცრად გონება დაკარგა და სუნთქვა შეაჩერა.
კარდიომონიტორზე პარკუჭთა ფიბრილაცია დაფიქსირდა.
ბრიგადის წევრების მიერ დაწყებულ იქნა პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები, რის შედეგადაც აღდგა სინუსური რითმი და პაციენტის სიცოცხლე შენარჩუნდა.
მამაკაცი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით შეყვანილ იქნა ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც წარმატებით დაისტენტა.
ექიმი ირა თავართქილაძე: „ იქ, იმ მომენტში, როდესაც პაციენტმა გონება დაკარგა, გარშემო დიდი პანიკა იყო. ოჯახის წევრებმა ჩათვალეს, რომ მამაკაცი გარდაიცვალა და რეანიმაციული ღონისძიებების დროს პარალელურად მათი დამშვიდება გვიწევდა.
როდესაც აღდგა გულისცემა და მამაკაცმა სუნთქვა დაიწყო, ოჯახის წევრების ბედნიერი სახების დანახვა ჩემთვის და ჩემი ბრიგადის წევრებისთვის ყველაზე დიდი ჯილდო იყო.“
რამდენიმე დღის შემდეგ, უკვე კლინიკიდან გამოწერილმა პაციენტმა თავი კვლავ შეუძლოდ იგრძნო და სასწრაფო დახმარება გამოიძახა.
გამოძახებაზე კი ისევ იგივე ბრიგადა მივიდა ექიმი ირა თავართქილაძე და მისი გუნდი.
პაციენტმა და მისმა ოჯახის წევრებმა მაშინვე იცნეს ბრიგადის წევრები და გადარჩენილი სიცოცხლისთვის გულწრფელი მადლობა გადაუხადეს.
ბათუმის რაიონული სამსახურის პირველი ბრიგადის ექიმის, ირა თავართქილაძის, ექთნისა და მძღოლის პროფესიონალიზმის, კოორდინირებული მოქმედებისა და სწრაფი რეაგირების შედეგად კიდევ ერთი პაციენტის სიცოცხლე გადარჩა.
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  გლობალური რისკები 2026: რა ემუქრება მსოფლიოს უახლოეს 10 წელიწადში?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights