პარასკევი, აპრილი 17, 2026
მთავარიშენი ფიტნესიარც მწვრთნელი და არც მისი მოსწავლე ვერ აცნობიერებს, თუ რამდენად დიდი ზიანის...

არც მწვრთნელი და არც მისი მოსწავლე ვერ აცნობიერებს, თუ რამდენად დიდი ზიანის მიყენება შეუძლია ასეთ მაღალინტენსიურ ვარჯიშს მოუმზადებელი ადამიანის ორგანიზმისთვის

ალბათ ბევრს შეგხვედრიათ ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელებში, სადაც მწვრთნელი ამაყად აკეთებს კომენტარს იატაკზე მწოლიარე ან ჩაკეცილ, ქოშინისგან გართულებულ მდგომარეობაში მყოფ მოსწავლეზე.

სამწუხაროდ, არც მწვრთნელი და არც მისი მოსწავლე ვერ აცნობიერებს, თუ რამდენად დიდი ზიანის მიყენება შეუძლია ასეთ მაღალინტენსიურ ვარჯიშს მოუმზადებელი ადამიანის ორგანიზმისთვის.

რატომ შეიძლება მაღალი პულსით ვარჯიში იყოს საზიანო გულისთვის (განსაკუთრებით დამწყებთათვის)?

როდესაც ადამიანი იწყებს ვარჯიშს, ხშირად ჰგონია, რომ რაც უფრო მაღალია ვარჯიშის ინტენსივობა, მით უკეთესი იქნება შედეგიც და ადაპტაციაც. თუმცა, ეს ყოველთვის არ არის უსაფრთხო გულისთვის.

გული მუშაობს ორ ფაზაში:
სისტოლა — ფაზა, როდესაც გული იკუმშება და სისხლს სისხლძარღვებში გადაისვრის
დიასტოლა — ფაზა, როდესაც გული მოდუნებულია და სისხლით ივსება

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გულის კუნთი სწორედ დიასტოლის დროს იღებს კვებას.

გულის სისხლით მომარაგება ხორციელდება კორონარული არტერიების საშუალებით, რომლებიც ამარაგებენ გულის კუნთს ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით. ამასთან, სისხლის მიწოდება ძირითადად ხდება მაშინ, როდესაც გული მოდუნებულია, ანუ დიასტოლის ფაზაში.

არც მწვრთნელი და არც მისი მოსწავლე ვერ აცნობიერებს, თუ რამდენად დიდი ზიანის მიყენება შეუძლია ასეთ მაღალინტენსიურ ვარჯიშს მოუმზადებელი ადამიანის ორგანიზმისთვის | sheniekimi.ge | შენი ექიმი

რა ხდება მაღალი პულსის დროს?

პულსის მნიშვნელოვანი მომატებისას გული იწყებს უფრო სწრაფად მუშაობას, რის შედეგადაც სისტოლისა და დიასტოლის ხანგრძლივობა მცირდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მცირდება დიასტოლა. შედეგად, გული უფრო ინტენსიურად მუშაობს, მაგრამ საკუთარი კვებისთვის ნაკლები დრო რჩება.

მეტისმეტად მაღალი დატვირთვისას ორგანიზმი აქტიურდება დამცავი მექანიზმებით და გვაძლევს სიგნალს, რომ დატვირთვის დასაშვები ზღვარი გადაჭარბებულია. ამ დროს შეიძლება გამოვლინდეს ქოშინი, გულისრევა, თავბრუსხვევა, სისუსტე და დისკომფორტი გულ-მკერდის არეში. აღნიშნული სიმპტომები არ მიუთითებს ეფექტურ ვარჯიშზე — ისინი მიანიშნებს, რომ დატვირთვა აღემატება თქვენს ფიზიკურ შესაძლებლობებს.

არც მწვრთნელი და არც მისი მოსწავლე ვერ აცნობიერებს, თუ რამდენად დიდი ზიანის მიყენება შეუძლია ასეთ მაღალინტენსიურ ვარჯიშს მოუმზადებელი ადამიანის ორგანიზმისთვის | sheniekimi.ge | შენი ექიმი

 რატომ არის ეს განსაკუთრებით საშიში დამწყებთათვის?

გაწვრთნილ ადამიანში გული უკვე ადაპტირებულია გარკვეულ ინტენსივობაზე და მუშაობს უფრო ეკონომიურად, რის გამოც უკეთ იტანს დატვირთვას. დამწყებთათვის მაღალი ინტენსივობის ვარჯიშისას  გული  იღებს ნაკლებ კვებას და მალე იღლება.

  ძალის მაქსიმიზაცია - ძალის პროგრესის სტიმულები, მედიატორები და მათი გამოყენება ვარჯიშის დროს და რეაბილიტაციისას

საიდან მოდის ქოშინი?

გავრცელებულია აზრი, რომ ქოშინი მხოლოდ ჟანგბადის ნაკლებობის შედეგია, თუმცა ეს ასე არ არის.

მაღალი პულსის  ზონაში ვარჯიშის დროს ქოშინი მნიშვნელოვანწილად დაკავშირებულია: CO₂-ის (ნახშირორჟანგის) დაგროვებასთან
და ორგანიზმის მცდელობასთან, გაუმკლავდეს მჟავიანობის მატებას (აციდოზს)

CO₂ წარმოიქმნება უჯრედებში ენერგიის გამომუშავების პროცესში. მისი მთავარი წყაროა უჯრედული სუნთქვა — კერძოდ, საკვები ნივთიერებების (გლუკოზისა და ცხიმების) აერობული დაშლაა.

მარტივად რომ ვთქვათ, უჯრედები ჟანგბადის დახმარებით „წვავენ“ გლუკოზას, რის შედეგადაც იღებენ ენერგიას (ATP), რომელიც აუცილებელია კუნთების მუშაობისთვის. ამ პროცესის გვერდითი პროდუქტი კი CO₂-ია.

რაც უფრო აქტიურად მუშაობენ კუნთები:
— მით მეტი ენერგიაა საჭირო
— მით უფრო სწრაფად მიმდინარეობს ენერგიის წარმოების პროცესი
— და შესაბამისად, მით მეტი CO₂ წარმოიქმნება

CO₂ წარმოიქმნება მიტოქონდრიებში.

განსაკუთრებით პირუვატის აცეტილ-კოენზიმ A-დ გარდაქმნისა და კრებსის ციკლის მიმდინარეობისას, რომელიც მისი ძირითადი წყაროა.

მაშინაც კი, როდესაც ერთვება ანაერობული პროცესები (ჟანგბადის გარეშე), CO₂-ის წარმოქმნა არ წყდება, რადგან აერობული პროცესები სრულად არ ითიშება.

ინტენსიური ვარჯიშის დროს CO₂-ის ზრდა წარმოადგენს დაჩქარებული უჯრედული სუნთქვის შედეგს, განსაკუთრებით კრებსის ციკლის რეაქციების გააქტიურების ფონზე.

რაც უფრო მაღალია დატვირთვა → მით მეტი ენერგიაა საჭირო → მით მეტი CO₂ წარმოიქმნება → და მით ძლიერია სუნთქვის სტიმული (ქოშინი).

რა ხდება ძალიან მაღალი დატვირთვის დროს?

როდესაც დატვირთვა ზედმეტად იზრდება, ორგანიზმი ვეღარ ასწრებს კუნთების სრულად მომარაგებას ჟანგბადით. ამ შემთხვევაში ერთვება ანაერობული გლიკოლიზი — ენერგიის სწრაფი გამომუშავების მექანიზმი ჟანგბადის გარეშე.

ამ პროცესში გლუკოზა იშლება პირუვატამდე, ხოლო ჟანგბადის დეფიციტის გამო პირუვატი გარდაიქმნება ლაქტატად (რძემჟავად).

ამასთან ერთად გროვდება წყალბადის იონები (H⁺), რაც ზრდის მჟავიანობას — ამ მდგომარეობას უწოდებენ აციდოზს.

იზრდება CO₂-ის დონე,
ტვინი იღებს ძლიერ სიგნალს სუნთქვის გახშირების შესახებ,
და სუნთქვა ხდება სწრაფი.

გავლენა გულის კუნთზე:

გულის კუნთსაც შეუძლია განიცადოს აციდოზი, თუმცა იგი მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა კუნთებისგან.

  კერძო კლინიკებში DRG მოდელით მუშაობა პრობლემურია“ - ონკოქირურგები ტარიფების ცვლილებას ითხოვენ

ნორმალურ პირობებში გული თითქმის მთლიანად აერობულად მუშაობს:
— მუდმივად იყენებს ჟანგბადს
— ეფექტურად გამოიმუშავებს ენერგიას
— და პრაქტიკულად არ აგროვებს ლაქტატს

თუმცა, ძალიან მაღალი დატვირთვისას, განსაკუთრებით მოუმზადებელ ადამიანებში, ვითარება იცვლება.

ჟანგბადის დეფიციტმა და მჟავიანობის ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს:
• გულის შეკუმშვის უნარის დაქვეითება
• სისხლის გადატუმბვის ეფექტურობის შემცირება
• გულის რიტმის დარღვევა (იონური არხების ფუნქციის ცვლილების გამო)

ეს მდგომარეობა ვლინდება დისკომფორტით, გულ-მკერდის ტკივილით და გულის სწრაფი დაღლით.ასეთმა „სპარტანულმა“ ვარჯიშის მეთოდმა ან მწვრთნელის არასაკმარისმა კომპეტენციამ შეიძლება გამოიწვიოს არა პოზიტიური ქრონიკული ადაპტაცია, არამედ ჯანმრთელობის დაზიანება — როგორც ფსიქიკური, გადატვირთვის ფონზე, ისე გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ.

არც მწვრთნელი და არც მისი მოსწავლე ვერ აცნობიერებს, თუ რამდენად დიდი ზიანის მიყენება შეუძლია ასეთ მაღალინტენსიურ ვარჯიშს მოუმზადებელი ადამიანის ორგანიზმისთვის | sheniekimi.ge | შენი ექიმი
არც მწვრთნელი და არც მისი მოსწავლე ვერ აცნობიერებს თუ რამდენად დიდი ზიანის მიყენება შეუძლია ასეთ მაღალინტენსიურ ვარჯიშს მოუმზადებელი ადამიანის ორგანიზმისთვის | sheniekimige
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights