ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026
მთავარიშენი ექიმისიმსუქნე: რა იმალება წონის მიღმა

სიმსუქნე: რა იმალება წონის მიღმა

სიმსუქნე თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა.

ხშირად ადამიანებს ჰგონიათ, რომ მთავარი მაჩვენებელი კილოგრამებში იზომება, სინამდვილეში — ცხიმის რაოდენობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი განაწილება.

რა არის „ცხიმის განაწილება”?

სხეულში ცხიმი ერთნაირად არ გროვდება. ზოგ ადამიანს ზედმეტი წონა ძირითადად მუცლის არეში უგროვდება, სხვებს — თეძოებსა და ბარძაყებზე. ერთი შეხედვით, ეს მხოლოდ ვიზუალური განსხვავებაა, მაგრამ სინამდვილეში სწორედ ეს განაწილება განსაზღვრავს ჯანმრთელობის რისკების დიდ ნაწილს.

შეიძლება ორი ადამიანი ერთნაირი წონის იყოს, მაგრამ:

  • ერთს ჰქონდეს მეტი მუცლის ცხიმი, რაც ნიშნავს, რომ მისი კარდიომეტაბოლური რისკი მაღალია, ეს კი ზრდის გულის დაავადების, დიაბეტის და ინსულტის რისკს.
  • მეორეს ნაკლები მუცლის ცხიმი, რაც ნიშნავს, რომ მისი  კარდიომეტაბოლური  რისკი შედარებით დაბალია.

მუცლის ცხიმი — უხილავი რისკი

როდესაც ცხიმი ძირითადად მუცლის არეში გროვდება, ამას ცენტრალური ანუ აბდომინალური სიმსუქნე ეწოდება. ამ ტიპის ცხიმი ხშირად „ვაშლის ფორმის“ სხეულთან ასოცირდება. მთავარი პრობლემა აღნაგობა არ არის — საქმე ისაა, რომ მუცლის ღრუში დაგროვილი ცხიმი ე.წ. ვისცერული ცხიმია, რომელიც შინაგან ორგანოებს ფარავს.

ვისცერული ცხიმი  აქტიურად მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებში და გამოყოფს ნივთიერებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ჰორმონულ ბალანსსა და ანთებით პროცესებზე, რაც დროთა განმავლობაში ზრდის ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, როგორიცაა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.

როგორ უნდა შეფასდეს თქვენი ინდივიდუალური რისკი?

დღეს კლინიკურ პრაქტიკაში უკვე შესაძლებელია სხეულის შემადგენლობის უფრო ზუსტად შეფასება, რისთვისაც რამდენიმე მეთოდს ვიყენებთ.

ყველაზე მარტივი პარამეტრი წელის გარშემოწერილობაა — ის ხშირად უფრო მეტს გვეუბნება ჯანმრთელობის რისკზე, ვიდრე მხოლოდ წონა. უფრო დეტალური და ზუსტი ინფორმაციის მისაღებად გამოიყენება სხეულის კომპოზიციის რადიოლოგიური კვლევა — ორმაგენერგეტიკული რენტგენული აბსორბციომეტრია (DEXA), რომელიც გვიჩვენებს ცხიმის რაოდენობას, მის განაწილებასა და კუნთოვან მასასთან შეფარდებას.

რატომ არის ეს კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წონის კლების პროცესში?

წონის კლება ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ორგანიზმი „სწორი მიმართულებით“ იცვლება. ამ დროს, პირველ რიგში უნდა მცირდებოდეს ვისცერული (მუცლის) ცხიმი, რადგან სწორედ ის არის ყველაზე მაღალი რისკის მატარებელი.

  ბავშვთა იმუნიზაციის კალენდარი ისეა შედგენილი, რომ ბავშვი საჭირო დროს იყოს დაცული ინფექციებისგან

თუმცა ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით არასწორი დიეტის ან უკონტროლო შიმშილობის ფონზე, შეიძლება მოხდეს კუნთის მასის დაკარგვა. ეს უკვე არასასურველი პროცესია და შესაძლოა გამოიწვიოს სარკოპენია — მდგომარეობა, როდესაც კუნთის მასა და ძალა მცირდება. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება სხეულის კომპოზიციის შეფასება, რათა წონის კლება იყოს არა მხოლოდ ეფექტური, არამედ უსაფრთხოც.

სხეულის შემადგენლობის ანალიზი გვაძლევს საშუალებას, დავაკვირდეთ:

  • რეალურად იკლებს თუ არა ცხიმი (და განსაკუთრებით — ვისცერული ცხიმი)
  • ხომ არ ხდება წონის კლება კუნთის ხარჯზე

კლინიკა „კონსილიუმ მედულა“  გთავაზობთ მულტიდისციპლინურ მიდგომას. რაც მოიცავს როგორც კვალიფიციური სპეციალისტების კონსულტაციას, ასევე სხეულის შემადგენლობის თანამედროვე კვლევის მეთოდს – მთლიანი სხეულის დენსიტომეტრიას (DEXA სკანირება). ეს კვლევა აქტიურად გამოიყენება როგორც საწყისი შეფასებისთვის, ასევე წონის კლების პროცესის მონიტორინგისთვის, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ მკურნალობა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს.

DEXA სკანირების საშუალებით შესაძლებელია განისაზღვროს:

  • სხეულის ცხიმის საერთო და  პროცენტული რაოდენობა
  • კუნთოვანი ქსოვილის რაოდენობა
  • კუნთოვანი მასის ბალანსის ანალიზი კიდურებს შორის
  • ძვლის მინერალური შემცველობა
  • სხეულის მასის ინდექსი
  • ანდროიდული და გინოიდური ცხიმის განაწილება/ფარდობა
  • ვისცერალური ცხიმის ანალიზი

მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, თითოეული პაციენტისთვის ვადგენთ მართვის ინდივიდუალურ გეგმას.

ჩვენი მიზანია, პაციენტმა მიიღოს არა მხოლოდ რეკომენდაცია, არამედ რეალურად შესრულებადი და შედეგზე ორიენტირებული გეგმა, რომელიც მოერგება მის ყოველდღიურ ცხოვრებას.

გაითვალისწინეთ, ვებგვერდზე განთავსებული არანაირი ინფორმაცია არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც პირდაპირი სამედიცინო რჩევა ან ექიმის კონსულტაციის ჩამნაცვლებელი.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights