პარასკევი, აპრილი 10, 2026
მთავარისამინისტროსრულად განახლდა გადაუდებელი დახმარების განყოფილება, საოპერაციო ბლოკი, რეანიმაცია და ქირურგიული დეპარტამენტები -...

სრულად განახლდა გადაუდებელი დახმარების განყოფილება, საოპერაციო ბლოკი, რეანიმაცია და ქირურგიული დეპარტამენტები – ქუთაისში ჩხობაძის სახელობის კლინიკა გაიხსნა

ქუთაისში ო. ჩხობაძის სახელობის კლინიკა გაიხსნა.

განახლებული მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება მოსახლეობას თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და მაღალი სტანდარტის სერვისებით მოემსახურება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კლინიკის რეაბილიტაცია ქალაქში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს წარმოადგენს და იგი ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც სრულად განახლდა გადაუდებელი დახმარების განყოფილება, საოპერაციო ბლოკი, რეანიმაცია და ქირურგიული დეპარტამენტები.

კლინიკაში იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი. მიხეილ სარჯველაძემ განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სამედიცინო პერსონალს შეხვდა. მინისტრის განცხადებით, მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რეგიონში ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას.
კლინიკა დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ გარემოში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გაუმჯობესებულ შესაძლებლობებს შესთავაზებს. სამედიცინო მომსახურებას კლინიკაში 85 ექიმი და 100 ექთანი უზრუნველყოფს.

მინისტრთან ერთად, კლინიკაში იმყოფებოდნენ: პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი მალხაზ ჟორჟიკაშვილი, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი არჩილ მამალაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  როგორ ამოვიცნოთ სიმსივნე ადრეულ ეტაპზე...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights