კვირა, აპრილი 26, 2026
მთავარისიახლეები„ავერსი-ფარმას“ ნებისმიერი აფთიაქიდან კვირის ნებისმიერ დღეს მედიკამენტები ფასდაკლების დღეებში არსებული ფასებით გაიცემა...

„ავერსი-ფარმას“ ნებისმიერი აფთიაქიდან კვირის ნებისმიერ დღეს მედიკამენტები ფასდაკლების დღეებში არსებული ფასებით გაიცემა – თბილისის საკრებულოსა და ფარმაცევტულ კომპანია შპს „ავერსი-ფარმას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის საკრებულოსა და ფარმაცევტულ კომპანია შპს  „ავერსი-ფარმას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზეც თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის, რომლებიც გამგეობას ან მერიას მედიკამენტების საჭიროების თაობაზე მიმართავენ,  „ავერსი-ფარმას“ ნებისმიერი აფთიაქიდან კვირის ნებისმიერ დღეს მედიკამენტები ფასდაკლების დღეებში არსებული ფასებით გაიცემა.

დოკუმენტს ხელი ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივით მოეწერა.

ხელმოწერის ცერემონიალი დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გაიმართა.

მემორანდუმს ხელი საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ბექა მიქაუტაძემ და ფარმაცევტული კომპანია  შპს „ავერსი-ფარმას“  სააფთიაქო ქსელის დირექტორმა ეკატერინე ბურძენიძემ მოაწერეს.

ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, ისაუბრა აღნიშნული შეთანხმების მნიშვნელობაზე, რომელიც მოქალაქეებისთვის მედიკამენტებზე შეღავათიანი ფასების ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებს.

„მემორანდუმის მიზანი თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის მედიკამენტებზე შეღავათიანი ტარიფების ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

თანამშრომლობა ხორციელდება მერიისა და რაიონული გამგეობების სოციალური პროგრამების ფარგლებში, რომლებიც მოქალაქეთა სამედიცინო და სხვა საჭიროებების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

მემორანდუმის თანახმად, „ავერსი-ფარმა“ უზრუნველყოფს, რომ პროგრამის ბენეფიციარებმა მედიკამენტები მიიღონ კვირის ნებისმიერ დღეს იმავე ფასებით, რომლებიც აფთიაქებში მოქმედებს მხოლოდ ფასდაკლების დღეებში“,  –  განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ბექა მიქაუტაძემ, გაფორმებულ დოკუმენტს მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი უწოდა  და ფარმაცევტული კომპანიის გუნდს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ინიციატივა მიზნად ისახავს მოქალაქეებისთვის საჭირო მედიკამენტების ხელმისაწვდომობის  გაზრდას და მათი სოციალური მდგომარეობის მხარდაჭერასა და გაუმჯობესებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა, რომლის ხელშეწყობისთვისაც მუდამ მზად ვართ“, –  განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

გაფორმებული დოკუმენტის საფუძველზე, შპს „ავერსი-ფარმა“ იღებს ვალდებულებას თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ქვეპროგრამის „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებებისა“ და  თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონული გამგეობების  „სხვა სოციალური (დახმარების) ღონისძიებები რაიონებში“ ქვეპროგრამების  ფარგლებში,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბენეფიციარებისთვის კალკულაციები გასცეს ფასდაკლების დღეებში არსებული ფასებით კვირის ნებისმიერ დღეს.

კერძოდ, როდესაც თბილისში რეგისტრირებული მოქალაქე გამგეობას ან მერიას მედიკამენტების საჭიროების შესახებ განცხადებით მიმართავს,  მისთვის „ავერსის -ფარმას“ ნებისმიერ აფთიაქში კვირის ნებისმიერ დღეს მედიკამენტი გაიცეს ფასდაკლების დღეებში არსებული ფასებით.

  არსებული გამოწვევები განიხილეს და იმ საუკეთესო პრაქტიკაზე იმსჯელეს, რომელიც აუტიზმის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათი საზოგადოების სრულფასოვან ცხოვრებაში ინტეგრაციის ხელშეწყობისკენ არის მიმართული

მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და 1 წლის ვადით არის ძალაში.

ხელმოწერის ცერემონიალს საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის კომისიის წევრი ქეთევან ჭავჭანიძე, სამგორი 1 (მასივი) მაჟორიტარი საკრებულოში გიორგი დოხტურიშვილი და მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი  ესწრებოდნენ.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights