დაკონსერვებული პროდუქტით გურჯაანის მუნიციპალიტეტში 30 წლის ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ კარდენახში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა სახლში დამზადებული დაკონსერვებული ბადრიჯანი შეჭამა და თავი შეუძლოდ იგრძნო.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალი გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის კლინიკაში გადაიყვანა.
ძლიერი ინტოქსიკაციის გამო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვალების ფაქტზე ექსპერტიზა დაინიშნა.
Sheni Network
გარდაცვლილს მცირეწლოვანი შვილები დარჩა.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
Dr. Giorgi Pkhakadze. საჭმლის ინტოქსიკაციით, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა – ტრაგედია კახეთში [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 23]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2026/03/24/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ad%e1%83%9b%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%99%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%90/
sheniekimi.ge
