გიორგი ფხაკაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„დღეს ძალიან მძიმე დღეა…
ეს ფოტო გადაღებულია 1999 წელს, ქუთაისში.
ამ ერთ კადრში ჩემი ცხოვრებაა — ადამიანები, რომლებმაც ჩამომაყალიბეს, მასწავლეს და გამზარდეს.
ამ ფოტოზე არიან ჩემი ბებია — ქეთევან ფხაკაძე და ჩემი ნათლია — მეუფე კალისტრატე…
ორივე მათგანი უკვე წლებია აღარ არის ჩვენთან.
და დღეს… ჩვენ დავკარგეთ ჩვენი პატრიარქიც.
დრო მიდის… ადამიანები მიდიან… მაგრამ რაც მათ დაგვიტოვეს — რჩება.
ბებიის სითბო, ნათლიის სულიერი ძალა და პატრიარქის სიბრძნე — ეს არის ის, რაც დღესაც გვამაგრებს.
ეს ფოტო ახლა სულ სხვანაირად მეტყველებს…
ეს უკვე არა უბრალოდ მოგონებაა — ეს არის პასუხისმგებლობა.
პასუხისმგებლობა, რომ შევინარჩუნოთ ის ღირებულებები, რაც მათ გვასწავლეს.
მადლობა ყველაფრისთვის…
განსვენება მშვიდობით, უწმინდესო…“
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

