ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
მთავარისიახლეებისისხლის დაწესებულებათა სისტემაში სახელმწიფო წარმოდგენილი იქნება ერთი ცენტრალური სისხლის დაწესებულებით, რომელმაც ქვეყნის...

სისხლის დაწესებულებათა სისტემაში სახელმწიფო წარმოდგენილი იქნება ერთი ცენტრალური სისხლის დაწესებულებით, რომელმაც ქვეყნის მასშტაბით სრულად უნდა უზრუნველყოს რეციპიენტებისა და სამედიცინო დაწესებულებებისთვის მაღალი სტანდარტის სისხლისა და მისი კომპონენტების შეუფერხებელი ხელმისაწვდომობა

 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილეს „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ საკითხებთან ერთად..

კანონპროექტთა პაკეტი სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ირინა წაქაძემ წარადგინა.

საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, სისხლის დაწესებულებათა სისტემაში სახელმწიფო წარმოდგენილი იქნება ერთი ცენტრალური სისხლის დაწესებულებით, რომელმაც ქვეყნის მასშტაბით სრულად უნდა უზრუნველყოს რეციპიენტებისა და სამედიცინო დაწესებულებებისთვის მაღალი სტანდარტის სისხლისა და მისი კომპონენტების შეუფერხებელი ხელმისაწვდომობა, სისხლსა და მის კომპონენტებზე, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტებზე ქვეყნის მოთხოვნილების განსაზღვრა და მის დასაკმაყოფილებლად უსაფრთხო/სტრატეგიული მარაგების შექმნა და მართვა.

როგორც მომხსენებელმა განმარტა, 2022 წელს მიღებული კანონის თანახმად, სახელმწიფოს უნდა დაეფუძნებინა ცენტრალური სისხლის დაწესებულება და სწორედ ამ მოდელით უნდა გაგრძელებულიყო სისხლის დაწესებულებების ფუნქციონირება, თუმცა, მისივე განმარტებით, ეს კანონი პირდაპირ პასუხს არ იძლევა საკითხზე, თუ რა ბედი ეწევა ამ დრომდე მოქმედ სისხლის იმ 23 დაწესებულებას, რომლებიც ჩვეულებრივ ფლობენ საწარმო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიას და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში ოპერირებენ.

„იმის გათვალისწინებით, რომ ახლადშექმნილი ცენტრალური სისხლის დაწესებულება ფუნქციონერების სასტარტო ეტაპზეა და მას არ აქვს ის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა, ასევე არ ჰყავს პერსონალის ის ოდენობა, რომლის მეშვეობითაც შეძლებდა მთელი ქვეყნის მასშტაბით სისხლის მარაგების მართვას, საჭირო ოდენობის სისხლითა და მისი კომპონენტებით ქვეყნის უზრუნველყოფას, ამიტომ, აუცილებელია, საშუალება მივცეთ, რომ დანარჩენმა დაწესებულებებმა ფუნქციონირება გააგრძელონ“, – განაცხადა ირინა წაქაძემ.

კანონპროექტის თანახმად, 2026 წლის 1 აპრილისთვის მოქმედი სისხლის დაწესებულებები მომავალშიც შეძლებენ ფუნქციონირების გაგრძელებას. თუმცა, როგორც მომხსენებელმა განმარტა, ისინი ვალდებული იქნებიან ეტაპობრივად, ზედმიწევნით დააკმაყოფილონ ახალი კანონმდებლობის და ახალი სალიცენზიო პირობები.

სტაციონალური დაწესებულებების სტრუქტურულ ერთეულებს, რომლებიც სისხლის დაწესებულების ფუნქციას ასრულებდნენ, 2026 წლის 1 ივნისამდე მიეცემათ ვადა, რათა სტაციონალურ დაწესებულებას გამოეყონ და დარეგისტრირდნენ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებად, აიღონ საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია და ამგვარად განახორციელონ ოპერირება.

  „ქრონიკული ძილის დარღვევა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე"

მომხსენებლის ინფორმაციით, 2026 წლის 1 აპრილიდან ახალ სუბიექტებზე საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია აღარ გაიცემა.

როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მოქმედი კანონის შესაბამისად, 1 აპრილიდან უანგარო დონაციის პრინციპი უნდა ამოქმედდეს, რისთვისაც ქვეყანა მზად არ არის, რადგან  უანგარო დონაციის წილი 45-50%-მდეა, დანარჩენი კი ისევ ფასიანი და ნათესაური დონაციაა. მისი თქმით, თუ კანონი 2022 წელს მიღებული ნორმებით ამოქმედდება, მაშინ შესაძლოა, ჰოსპიტალურ სექტორში პაციენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდებას შეექმნას საფრთხე.

შესაბამისად, მთავრობის შეთავაზებაა, დონაციის პრინციპებზე გადასვლა მოხდეს ეტაპობრივად – 2030 წლის 1 აპრილამდე, რათა შესაძლებელი გახდეს 100%-იანი შედეგის მიღწევა.

ცვლილება შედის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონშიც, რომელიც

ცენტრალური სისხლის დაწესებულების გათავისუფლებას გულისხმობს საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური ლიცენზიის და სისხლის პლაზმის ექსპორტის ლიცენზიის აღებისგან.

„2030 წლამდე გარდამავალი პერიოდის დაწესება საკმარისი იქნება იმისთვის, რომ სრულად გადავიდეთ უანგარო დონაციაზე. მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. საკანონმდებლო ორგანოში წელიწადში 2-ჯერ ვატარებთ უანგარო დონაციის აქციას, რითაც მაგალითს ვაძლევთ ჩვენს თანამემემულეებს. უანგარო დონაცია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს მთავრობის მიერ პირველი მოსმენისთვის წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტს.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights